10 ფრაზა, რომელიც ბავშვის დამშვიდებაში დაგეხმარებათ – ფსიქოლოგების რჩევა

შფოთვა, გაღიზიანება, ჭირვეულობა – ეს ყველა ბავშვს ახასიათებს. მშობლების სწორი ჩართულობა კი ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ თუ სიტყვებს სწორად შეარჩევთ და პატარას შესაბამის ფრაზებს ეტყვით, ის მარტივად დამშვიდდება.


ჩატვირთვა...

ვნახოთ 10 ფრაზა, რომელსაც ბავშვზე დამამაშვიდებელი ეფექტი აქვს.

1. „შეგიძლია ეს დახატო?“ – ხატვა არამხოლოდ ბავშვებს, ზრდასრულ ადამიანებსაც ამშვიდებს, ხოლო ბავშვებზე განსაკუთრებით დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია. ხატვის საშუალებით პატარა მარტივად დაწყნარდება და ის უფრო მშვიდ ადამიანად ყალიბდება.

2. „მე შენ მიყვარხარ. ჩემ გვერდით ხარ და არ შეგეშინდეს“ – ბავშვისთვის უმნიშვნელოვანესია იმის გაცნობიერება, რომ ის დაცულია, რომ უსაფრთხოდაა, რომ ძალიან გიყვართ. ხშირად გაუმეორეთ ეს სიტყვები, რადგანაც ყოველივე მის ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს.

3. “შემდეგ რა მოხდება?“ – თუ ბავშვს რაიმე ღონისძიება აღელვებს, რაიმე აქტივობის გამო ნერვიულობს, დაეხმარეთ მას იმის გაცნობიერებაში თუ რა შეიძლება მოჰყვეს მის ამა თუ იმ ქმედებას. ამით განუვითარდება უფრო ფართოდ აზროვნების უნარი და თავდაჯერებული გახდება.

4. „ჩვენ დაუმარცხებელი გუნდი ვართ“ – ზოგჯერ ბავშვი თვლის, რომ მარტოა, რომ მხარს არავინ უჭერს და ეს შფოთვის მიზეზი ხდება, ნერვულ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს. ამიტომაც, აჩვენეთ პატარას, რომ ამა თუ იმ საქმეს ერთად გააკეთებთ, ვერავინ დაგამარცხებთ, რადგანაც შესანიშნავი გუნდი ხართ.

5. „ვერ ვითმენ, სანამ…“ – ამ ფრაზით რაიმე სამომავლო აქტივობისადმი პატარას ინტერესს გაუღვივებთ და ამავდროულად, ფრაზას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.

6. „არ იდარდო, ყველაფერს მოვაგვარებთ..“ – შესაძლოა, რაიმე გატეხა, გააფუჭა და თუ ხედავთ, რომ ამის გამო ძალიან ნერვიულობს არ გაუბრაზდეთ, პირიქით, დაამშვიდეთ და უთხარით, რომ ერთად ყველაფერს გამოასწორებთ.

7. „მოდი, დავითვალოთ“ – ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მეთოდია ბავშვის დასამშვიდებლად. დაათვლევინეთ, დავუშვათ რამდენი ქუდი აქვს, რამდენი შარვალი, ან კაბა აქვს.

8. „თვალები დახუჭე და წარმოიდგინე“ – კიდევ ერთი წარმატებული მეთოდი გაღიზიანებული ბავშვის დასამშვიდებლად. სთხოვეთ მას დახუჭოს თვალები და წარმოიდგინოს, როგორ თამაშობს, როგორ ერთობა, რომ ბედნიერია და თავს კომფორტულად გრძნობს.

9. „მოდი, ვისაუბროთ“ – ბავშვებს მოსწონთ, როცა მათ დიდი ადამიანივით ესაუბრებით. ასეთ დროს თავდაჯერებულობა ემატებათ. შფოთვა, გაღიზიანება ქრება.

10. „მოდი, ჩამოვთვალოთ ის ადამიანები, ვინც ყველაზე მეტად გიყვარს“ – საყვარელი ადამიანების სახელების ხსენებაც კი, ბავშვს დიდ სიამოვნებას ჰგვრის, ბედნიერების განცდას მატებს და ამშვიდებს.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები