“17 წლის განმავლობაში სუნთქვა უჭირდა” – რა მოხდა ქუთაისში, რა აღმოაჩნდა პაციენტს ცხვირში

ქუთაისში პაციენტს 17 წლის მანძილზე ცხვირში ჩარჩენილი რამდენიმე სანტიმეტრიანი მავთული ამოაცალეს.
პაციენტს სამედიცინო დახმარება ქუთაისის, დიმიტრი მხეიძის სახელობის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკამ გაუწია.

კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტს წლების განმავლობაში, სუნთქვა უჭირდა.


ჩატვირთვა...

“როგორც საბოლოოდ გაირკვა, ახალგაზრდა ქალში, სუნთქვის გაძნელებას 17 წლის მანძილზე ცხვირში ჩარჩენილი რამდენიმე სანტიმეტრიანი მავთული განაპირობებდა. ცხვირიდან მავთულის ამოღების შემდგომ პაციენტი თავს კარგად გრძნონბს,”- აცხადებენ კლინიკაში.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები