18-20 დეკემბერს ჩატარდა არქეოლოგიური საანგარიშო სესია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ

2019 წლის 18 -21 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული არქივის შენობაში ჩატარდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ  ორგანიზებული მესამე არქეოლოგიური საანგარიშო სესია. კონფერენციას  ესწრებოდნენ ქართველი არქეოლოგები, სტუდენტები,  ჟურნალისტები და მოწვეული სტუმრები.
ფორუმის   ფარგლებში  52 ქართველი არქეოლოგის  მიერ  წარმოდგენილ იქნა  2019 წელს     განხორციელებული არქეოლოგიური სამუშაოები და მათი შედეგები, განისაზღვრა ჩატარებულ  სამუშაოთა  არქეოლოგიური პერსპექტივები  და პრიოროტეტები, შეფასდა უცხოელ  არქეოლოგებთან ერთად  ჩატარებული ექსპედიციები,  გამოიკვეთა აქტუალური   თემები. სესიის მონაწილენი და სტუმრები გაეცნენ  სააგენტოს მიერ გამოცემულ პუბლიკაციებს. ფორუმზე ზოგადად  გაჟღერდა   ასეთი სესიების ტრადიციად ქცევის აუცილებლობა დარგის  მეტად განვითარებას  მიზნით, რაც თავისთავად  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ტურისტული სეგმენტის განვითარების მიმართულებით. აღნიშნულ კონფერენციაზე წარმოდგენილი საანგარიშო მასალები გამოქვეყნდება ყოველწლიურ ალმანახში და გამოიცემა 2020 წლის დასაწყისში.


ჩატვირთვა...

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები