2021 წლის ფენ-შუის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერ­ძი

ჰარ­მო­ნი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გექ­ნე­ბათ მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­თან. პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა თე­ბერ­ვალ­ში და­გი­რე­ბუ­ლირ­დე­ბათ. სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ბედ­ნი­ე­რე­ბა რომ მო­ი­პო­ვოთ, ბი­ნის სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში წყვი­ლი წი­თე­ლი სან­თე­ლი მო­ა­თავ­სეთ. პე­რი­ო­დუ­ლად აან­თეთ და რო­მან­ტი­კულ პარტნი­ორ­ზე იფიქ­რეთ.


ჩატვირთვა...

თუ რუ­ტი­ნამ დაგ­ღა­ლათ, რა­ფა­ზე გე­რა­ნი მო­ა­თავ­სეთ. მცე­ნა­რეს აუ­ცი­ლებ­ლად წი­თე­ლი ფე­რის ყვა­ვი­ლე­ბი უნდა ჰქონ­დეს. ის და­გიბ­რუ­ნებთ სი­ცო­ცხლის ხა­ლისს. და­გეხ­მა­რე­ბათ თა­ვის ტკი­ვილ­თან ბრძო­ლა­ში. მა­ის­ში სა­ნუკ­ვა­რი ოც­ნე­ბე­ბი აგიხ­დე­ბათ. წარ­მა­ტე­ბას მო­გი­ტანთ თა­თა­წე­უ­ლი ფისო, ამუ­ლე­ტი შე­გიძ­ლი­ათ თან ატა­როთ.

ზა­ფხუ­ლის და­სას­რუ­ლი და შე­მოდ­გო­მა ყვე­ლა­ფერს თა­ვის ად­გილს მი­უ­ჩენს. იზ­რუ­ნეთ კა­რი­ე­რულ ზრდა­ზე. მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბას თვით­გა­ნათ­ლე­ბას. ყუ­რა­დღე­ბის კონ­ცენ­ტრი­რე­ბის­თვის ყვი­თე­ლი ფე­რის ნივ­თე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეთ. თუ გსურთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ, სა­ძი­ნებ­ლის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ ად­გი­ლას ყუ­ლა­ბა დად­გით.

კურო

წლის მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა გახ­დე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ. სა­სი­ცო­ცხლო ენერ­გი­ის აღ­სად­გე­ნად და­გეხ­მა­რე­ბათ ქრი­ზან­თე­მა. შე­ი­ძი­ნეთ რა­დე­ნი­მე ცალი ყვი­თე­ლი ფე­რის ყვა­ვი­ლი. ის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ხან­გრძლი­ვი სი­ცო­ცხლის სიმ­ბო­ლოა. სა­სურ­ვე­ლია, მი­სა­ღებ ოთახ­ში მო­ა­თავ­სოთ. ნერ­ვულ სი­სი­ტე­მას და­გიმ­შვი­დებთ, ამას­თან, ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი თვი­სე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა მისი ეთერ­ზე­თი.

თუ რო­მან­ტი­კულ პარტნი­ორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბა გსურთ, სიყ­ვა­რუ­ლის ზო­ნა­ში წი­თე­ლი ფე­რის წყვი­ლი სან­თე­ლი მო­ა­თავ­სეთ.

პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ზე კონ­ცენ­ტრირ­დით აპ­რილ-მა­ის­ში. მარ­თლია, ბევ­რი მუ­შა­ო­ბა მო­გი­წევთ, მაგ­რამ სა­სურ­ველს მი­აღ­წევთ. იღ­ბლის მო­სა­ზი­დად გა­მო­ი­ყე­ნეთ ნა­ლის ფორ­მის თი­ლის­მა. ბი­ნის ჩრდი­ლო­ეთ მხა­რეს გა­ნა­თავ­სეთ.

თუ გამ­დიდ­რე­ბა გაქვთ გა­და­წყვე­ტი­ლი, სიმ­დიდ­რის ზო­ნა­ში – სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თი მხა­რე – ბრო­ლის პი­რა­მი­და გა­ნა­თავ­სეთ.

ტყუ­პი

თე­ბერ­ვა­ლი-მარ­ტი სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბას და­უთ­მეთ. და­უმ­ტკი­ცეთ გარ­შე­მო მყო­ფებს, რომ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნი ხართ. იმი­სათ­ვის, რომ მუ­დამ ენერ­გი­ით იყოთ სავ­სე, სა­მუ­შაო მა­გი­დის მარ­ჯვე­ნა მხა­რეს მუ­დამ გე­დოთ სუფ­თა წყლით სავ­სე გამჭვირ­ვა­ლე ჭიქა. გა­ზა­ფხულ­ზე ფი­ნან­სუ­რი უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი რომ არ შე­გექ­მნათ, ბი­ნის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ მხა­რეს დად­გით კუს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა.

თუ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა გსურთ, სა­ძი­ნე­ბელ­ში წყვი­ლი ნივ­თე­ბი მო­ა­თავ­სეთ. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს წი­თე­ლი ან ნა­რინ­ჯის­ფე­რი პეპ­ლე­ბი. სა­ძი­ნებ­ლი­დან გა­ი­ტა­ნეთ ყვე­ლა ის ფოტო, სა­დაც ან თქვენ ხართ მარ­ტო გა­და­ღე­ბუ­ლი ან თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი, ყვე­ლა ფო­ტო­ზე ერ­თად უნდა იყოთ გა­მო­სა­ხუ­ლი.

ზა­ფხუ­ლის ბოლო-სექ­ტემ­ბრის და­სა­წყი­სი თქვენ­გან მეტი ენერ­გი­ი­სა და ძა­ლის და­ხარ­ჯვას მო­ი­თხოვს. შე­იძ­ლე­ბა ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტშიც კი ჩა­ერ­თოთ. იმი­სათ­ვის, რომ ყვე­ლა­ფე­რი თქვენს სა­სარ­გებ­ლოდ მოგ­ვარ­დეს, წყვი­ლი ოქ­როს თევ­ზის ფი­გუ­რა და­ი­დეთ ბა­ლი­შის ქვეშ. ის აგ­რეთ­ვე და­გი­ცავთ ში­შე­ბი­სა და უსა­ფუძ­ვლო ეჭ­ვე­ბის­გან.

წლის ბო­ლოს­კენ იმი­ჯის შეც­ვლა სა­სარ­გებ­ლოდ წა­გად­გე­ბათ. წარ­მა­ტე­ბის მო­სა­ზი­დად კი ატ­მის ნერ­გი­ა­ნი ქო­თა­ნი დაგ­ჭირ­დე­ბათ.

კირჩხი­ბი

2021 წელი რე­ა­ლურ შანსს გაძ­ლევთ, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო. კარ­გი წე­ლია ინ­ტე­ლექ­ტის ასა­მაღ­ლებ­ლად. სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის გან­სხვა­ვე­ბულ სფე­რო­ში მო­სა­სინ­ჯად. მო­ემ­ზა­დეთ მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის. იმი­სათ­ვის, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ, ნა­ხა­ტი ან ცო­ცხა­ლი ყვა­ვი­ლე­ბის თი­ლის­მა გა­მო­გად­გე­ბათ. ისი­ნი გა­მო­სა­ჩენ ად­გი­ლას მო­ა­თავ­სეთ ყო­ვე­ლი თვის პირ­ველ პა­რას­კევს. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ში­ნა­ურ ცხო­ველ­საც იყო­ლი­ებთ. თუ ძაღ­ლი უნდა იყო­ლი­ოთ, ლაბ­რა­დორს ან ოქ­როს­ფერ რეტ­რი­ვერს გირ­ჩევთ. ეს ძაღ­ლე­ბი მე­ტად ენერ­გი­ულს გაგხდი­ან. თუ მო­წყე­ნი­ლო­ბამ შე­მო­გი­ტი­ათ, ცო­ცხა­ლი მცე­ნა­რე და­იდ­გით ოთხში.

ლომი

თუ თქვე­ნი პრო­ფე­სია და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ჟურ­ნა­ლის­ტი­კას­თან, ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან ან დიპ­ლო­მა­ტი­ას­თან, ან ზო­გა­დად კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, გა­მო­ყე­ნეთ ყვი­თე­ლი ფე­რის ორ­ქი­დე­ას ენერ­გე­ტი­კა. ის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­შიც და­გეხ­მა­რე­ბათ. სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დის მო­პო­ვე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ კაქ­ტუ­სი. ახლა პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნი თქვე­ნი პარტნი­ო­რო­ბის ნი­შან­ში იმ­ყო­ფე­ბა. იმი­სათ­ვის, რომ მისი კე­თილ­გან­წყო­ბა და­იმ­სა­ხუ­როთ, ხში­რად ჩა­იც­ვით შავი ფე­რის, მკაც­რი სტი­ლის სა­მო­სი. სახ­ლშიც მუქი ფე­რის ყვა­ვი­ლე­ბი მო­ა­შე­ნეთ.

ქალ­წუ­ლი

და­ი­სა­ხეთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი მი­ზა­ნი და იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი. პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ნურც დას­ვე­ნე­ბას და­ი­ვი­წყებთ. დას­ვე­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყენთ სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნი, ფილ­მი, მუ­სი­კა. თე­ბერ­ვალ-მარ­ტში გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან. მო­გინ­დე­ბათ კერ­ვის, ქსო­ვის ან ვი­ზა­ჟის შეს­წავ­ლა. ჰობი და­გეხ­მა­რე­ბათ ში­ნა­გა­ნი სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ში.

იმი­სათ­ვის, რომ თქვე­ნი შრო­მა და­ფას­დეს, მო­ა­შე­ნეთ წი­თელ­ყვა­ვი­ლე­ბი­ა­ნი გე­რა­ნი. სხვა­თა შო­რის, მისი ყვა­ვი­ლო­ბის დროს რო­მან­ტი­კუ­ლი სფე­როც გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ, თუმ­ცა, პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის უფრო ვარ­დის­ფერყვა­ვი­ლე­ბი­ა­ნი მცე­ნა­რე გა­მო­გად­გე­ბათ.

თუ შა­ნა­გა­ნი ძა­ლე­ბის მოძ­ლი­ე­რე­ბა და შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ამაღ­ლე­ბა გსურთ, წი­თელ ლენტზე, ფან­ჯა­რას­თან ჩა­მო­კი­დეთ კრის­ტა­ლი. ის ცის ენერ­გი­ის შე­მო­დი­ნე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

სას­წო­რი

ხა­რის წელ­ში მუდ­მი­ვად მოქ­მე­დე­ბა­ში უნდა იყოთ – საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი, მივ­ლი­ნე­ბა. მო­სა­წყე­ნად ნამ­დვი­ლად ვერ მო­იც­ლით. მარ­სი­სა და სა­ტურ­ნის გავ­ლე­ნით ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა მო­ი­მა­ტებს, მაგ­რამ აგ­რე­სი­უ­ლო­ბა­ში რომ არ გა­და­გი­ვი­დეთ, ვე­ნე­რას კე­თილ­გან­წყო­ბა უნდა და­იმ­სა­ხუ­როთ. ამის­თვის კი მუ­დამ ატა­რეთ თან პა­ტა­რა ზო­მის სარ­კე. დი­ლას და სა­ღა­მოს ჩა­ი­ხე­დეთ მას­ში და მხო­ლოდ პო­ზი­ტი­ურ­ზე იფიქ­რეთ.

2021 წელს შეძ­ლებთ მატ­რი­ა­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღოთ ჰო­ბის­გან, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით. იმი­სათ­ვის, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ უსი­ა­მოვ­ნე­ბის­გან და შე­ამ­ცი­როთ გა­რე­გა­ნი აგ­რე­სია, თვით­ნა­კე­თი თი­ლის­მა და­გეხ­მა­რე­ბათ, ცის­ფერ-ლუჯ ფონ­ზე და­ხა­ტეთ ელვა და ცელი, ჩარ­ჩო­ში მო­ა­თავ­სეთ და კე­დელ­ზე ჩა­მო­კი­დეთ. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები