6 ფრაზა, რომელიც ქალების გულებს იპყრობს და ალღობს

არის სიტყვები, რომლის მოსმენაც ზოგჯერ სასიცოცხლოდ აუცილებელია, რათა თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნო. იცოდე, რომ შენი ბოლომდე ესმით და ეყვარებით ყოველთვის. მიუხედავად იმისა, რომ სასიყვარულო ფრაზების მოსმენა ძირითადად ქალებს უნდათ და სწორედ მათთვისაა ეს ფრაზები, მამაკაცებსაც სჭირდებათ სტიმული და იმის ცოდნა, რომ რასაც ისინი აკეთებენ დაფასებულია თქვენი მხრიდან. ურთიერთგაგების და ინტიმურობის ხარისხი გაცილებით მაღალია, როცა ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ მისი ესმით, უყვართ და აღელვებთ.
ფრაზები, რომლებიც ქალების გულებს იპყრობს და ალღობს:

1.“მაპატიე, შევცდი“ – ესაა ფრაზა, რომლის წარმოთქმაც ყველაზე მეტად უჭირს მამაკაცს, რადგანაც ერთგვარ სისუსტედ უთვლის თავს. მისი მხრიდან შეცდომის არ აღიარებს დროს, ქალი გრძნობს, რომ გაფუჭებული საქმის მთელი სიმძიმე მის მხრებზეა და უფრო მეტად ითრგუნება. დაეხმარეთ მას და ერთად აღიარეთ შეცდომები.


ჩატვირთვა...

2. „მინდა უბრალოდ ჩაგეხუტო და ისე დავიძინოთ“ – ქალები ხშირად წუწუნებენ იმაზე, რომ თუ მათ პარტნიორს გარანტირებული არ აქვთ სექსი, ნაკლებად ყურადღებიანი და მზრუნველები არიან. ყოველგვარი პირობების გარეშე ხანდახან მაინც უბრალოდ ჩაეხუტეთ ხოლმე.

3. „რა გავაკათო ახლა, რომ გაიღიმო?“ – როცა ქალი დაღლილი, ან უხასიათოდ, ან დათრგუნულია მისთვის ძალიან ძვირფასია, როცა მამაკაცი არამარტო ამჩნევს ამას, არამედ უკეთესად ყოფნის სხვადასხვა საშუალებებს სთავაზობს. თუ ვერ დაეხმარებით, ჰკითხეთ მაინც ეს.

4. „მაშინაც მიყვარხარ, როცა ბრაზობ“ – იმ დროს, როცა ქალი გაბრაზებულია, მამაკაცების უმრავლესობა ცდილობს თავიდან აირიდოს მისი ბრაზი და წუწუნი. დროულად ნათქვამმა ამ ფრაზამ შეიძლება თქვენს პარტნიორს საერთოდ დაუკარგოს ჩხუბის სურვილი.

5. „ახლა რთული პერიოდი გაქვს, საყვარელო. მე მივხედავ ამ საქმეს“ – მაშინ, როცა ორივე მთელი დღის მანძილზე მუშაობთ და სახლში დაბრუნებულ მამაკაცს დასვენება სჭირდება, ქალს კი მეორე სამსახური ეწყება, ბუნებრივია ხასიათი უფრო მეტად გაუფუჭდეს. შესთავაზეთ მას დახმარება, ისიც ხომ თქვენსავით დაღლილია.

6. „ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება“ – ეს არის მაგიური ფრაზა, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი, ნარკოტიკული და საოცრად დამამშვიდებელი ძალა აქვს. ამ სიტყვების მოსმენა ნამდვილად ხშირად სჭირდებათ ქალებს.

წყარო

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები