ადამიანის გარდაცვალების სავარაუდო თარიღის დადგენა შესაძლებელია – ეს რეალობაა

ხელოვნური ინტელექტი ადამიანის გარდაცვალების დროს ასახელებს. ეს უკვე ფილმი კი არა რეალობაა, რომელიც GOOGLE-ის ხელოვნურმა ინტელექტმა მოახერხა.

ცხადია დასახელებული თარიღი რეალურ მონაცემებს წუთობრივი სიზუსტით ვერ დაემთხვევა და ვერც უბედურ შემთხვევებზე იქნება პროგრამა პასუხისმგებელი, თუმცა პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის საფუძველზე მას მაინც შესწევს დასკვნი გაკეთების საშუალება. სამეცნიერო კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.


ჩატვირთვა...

გარდაცვალების თარიღის ცოდნა ზოგ ადამიანს ძალიან აინტერესებს, ზოგს აშინებს, ზოგს უბრალოდ იმიტომ სურს, რომ დარჩენილი ცხოვრება შესაბამისად წარმართოს, სხვანაირად მოიქცევა თუ მხოლოდ 3 წლის სიცოცხლე დარჩა და სხვანაირად თუ 50 წელი კიდევ არაფერი ემუქრება. თუმცა კვლევის მთავარი მიზანი მაინც ცოტა განსხვავებულია და ის ხელოვნური ჩარევის გზით სავარაუდო სცენარის შეცვლას ითვალისწინებს. რაც იმას ნიშნავს, რომ რისკის ჯგუფის ქვეშ მყოფი პაციენტი თავის ჯანმრთელობას უფრო მეტ დროს დაუთმობს, მედიკოსების რეაგირებაც შესაბამისი იქნება.

ისევე როგორც პერსონალურმა კომპიუტერმა 80-იან და 90-იან წლებში, ინეტერნეტმა 90-იან და 2000-იან წლებში 20-იან და 30-იან წლებში ხელოვნური იტელექტი ცხოვრების ყველა სფეროში შეაღწევს და გამონაკლისი არც სამედიცინო სფერო იქნება. ხელოვნური ინტელექტის პროგრესი, ისევე როგორც დებატები მის გარშემო შემდგომ ათწლეულში აუცილებლად გაგრძელდება.

წყარო

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები