“ადვოკატი აყვანილი ჰყავს, თუმცა ვერ ვიგებთ სად არის” – რას ამბობს “კაბუს” დედა შვილის მდგომარეობაზე?

საფრანგეთში ქურდობის ბრალდებით დაკავებული ქართველი მსახობი კახა აბუაშვილი იგივე “კაბუ” კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება. აბუაშვილის ოჯახისთვის უცნობია, თუ სად იმყოფება ამჟამად დაკავებული და როდის გაიმართება მისი სასამართლო პროცესი. როგორც “ინტერპრესნიუსს” კახა აბუაშვილის დედამ განუცხადა, ოჯახი თავად დაკავებულის ზარს ელოდება, რისი უფლებაც მას ადგილობრივი კანონმდებლობით აქვს. ცირა აბუაშვილის თქმით, მის შვილს საფრანგეთის სახელმწიფომ ადვოკატი აუყვანა, თუმცა მასთან კომუნიკაცია ოჯახს არ ჰქონია.

“ადვოკატი აყვანილი ჰყავს, თუმცა ვერ ვიგებთ სად არის. სხვა ქალაქშია
გადაყვანილი და ვინც არიან იქ ადგილზე, ვერ ნახეს ჯერ. თვითონ სახელმწიფომ დაუნიშნა ადვოკატი. სხვა არაფერი არ ვიცით. ველოდებით ზარს მისგან ამ დღეებში. ვიცით, რომ აქვს ზარის განხორციელების უფლება და ველოდებით როდის დაგვიკავშირდება თვითონ”, განაგრძე კითხვა


მსგავსი სტატიები