აღიარე – შენ იქ ხარ, სადაც გინდა რომ იყო! აი ეს არის სიმართლე!

ჩვეულებრივ, როდესაც ადამიანი ცუდად ასრულებს თავის სამუშაოს, ის აღშფოთებულია, “იცით რამდენს მიხდიან?“. ვიცი და გასაგებია, რასაც აკეთებ აქ, ამიტომ ყველაფერი მარტივია, არ მოგწონს-არ იმუშაო, ასეა ყველაფერში:
ცუდად ხარ ვინმეს გვერდით? – ნუ იცხოვრებ იმ ადამიანთან, ცუდად გექცევიან საქმიანი პარტნიორები? – შეცვალე ისინი, ცუდად გაზით პიჯაკი? მიეცით მას ვინც იდეალურად მოირგებს, ცუდად გძინავს? – მიხედე შენს სულიერ მდომარეობას, ცუდად გრძნობ თავს? – იმკურნალე, არ გეცხოვრება შენს ქვეყანაში? – გაემგზავრე. გააკეთე და არ იყოყმანო..

თუ არაფერს აკეთებ და არაფერს ცვლი ესე იგი კარგად ხარ, აღიარე, რომ ყველაფერი რიგზე გაქვს!!!! კარგია წუწუნი, კარგია ტანჯვა, კარგია მსხვერპლის როლში ყოფნა, კარგია, რომ გითანაგრძნობენ, კარგია შენს მაგივრად რომ იღებენ გადაწყვეტილებებს და გეხმარებიან. კარგია როცა არაფერს აკეთებ საკუთარი ცხოვრებისთვის, მშვიდად ხარ, ყველაფერი პროგნოზირებადია – ეს კომფორტის ზონაა, ნაგავში ყოფნა ყოფილა შენი კომფორტის ზონა.


ჩატვირთვა...

მთელი აზრი ამაში დევს, ცხოვრების ყველაზე დიდი აზრი!!! თუ მსხვერპლი არა მაშინ ვინ ხარ შენ?თუ არ იწუწუნებ მაშინ რას გააკთებ? რამის შეცვლა მაინც მოგიწევს. თუ იმ აზრს მოვაშორებთ “ძალიან ცუდად ვარ, მაგრამ ჩემს სატარებელ ჯვარს მაინც ვატარებ“ რაღა დარჩება? სად წახვალ და როგორ იცხოვრებ ჯვრის გარეშე?
გადაწყვეტილებას რომ არ იღებ, ესეც გადაწყვეტილებაა. არაფერს ცვლი? – ესეც არჩევანია, თუ ამ არჩევანს აკეთებ, იყავი მასთან აღიარე იგი, მიიღე ბონუსები, დატკბი, მაგრამ სხვას თავს ნუ მოახვევ, არავინ არის ვალდებული შენი პარტია ითამაშოს.

აღიარე – შენ იქ ხარ, სადაც გინდა, რომ იყო – აი ეს არის სიმართლე!!!!

 

 

 

 

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები