„აღსარება სულ ერთხელ ჩავაბარე და ყველა ინფორმაცია უშიშროებასთან წავიდა“ – რა ინტიმური დეტალები მივიდა უშიშროებამდე

ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ სასულიერო პირებს აღსარებას აღარ აბარებს, ამის მიზეზი კი ისაა, რომ აღსარების დროს მოძღვარისთვის განდობილი ინფორმაცია საბოლოო ჯამში უშიშროების თანამშრომლებთან მივიდა და ამ დეტალების შესახებ მოგვიანებით ძალოვნებმა შეახსენეს.

„ცხოვრებაში ერთხელ ჩავაბარე აღსარება. ისიც იმიტომ, რომ ჩემს ირგვლივ რატომღაც ყველა შემიჩნდა, ჩააბარე, ჩააბარეო. წავედი მეც და აღსარება ვთქვი. მოგვიანებით გაირკვა, რომ ინფორმაცია, რომელიც სასულიერო პირს გავანდე, სულ მალე უშიშროებამდე მივიდა. მათ მაგრძნობინეს, რომ ეს ინტიმური დეტალები იცოდნენ. ამის შემდეგ აღსარება აღარ ჩამიბარებია, “ – აღნიშნა აკაკი გოგიჩაიშვილმა.


ჩატვირთვა...

ეს განცხადება ჟურნალისტმა ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში, გადაცემაში „ინტერვიუ ვანიჩკასთან“ სტუმრობისას გააკეთა.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები