აგვისტოს თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

♈ ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)

ახალმთვარეობა ლომის ზოდიაქოში სასიყვარულო ურთიერთობის ან რაიმე ახალი და ამაღალვებელის დაწყების მაუწყებელი შესაძლოა გახდეს. ასევე შესაძლებელია კრეატიული პროექტის დაწყება.


ჩატვირთვა...

მზეც, მერკურიც და სატურნიც ლომის ზოდიაქოში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყურადღება და სერიოზული ძალისხმევა გმართებთ.

სერიოზულობა არ ნიშნავს, რომ სიამოვნებას ვერ მიიღებთ – ლომში არსებულ მზეს ძალისხმევით სიამოვნების მიღებაც სურს.

რაც არ უნდა მოხდეს, არ დაივიწყოთ ფინანსური და ქონებრივი საკითხების მნიშვნელობა. ეს სწორედ ის სფეროა, რაშიც თქვენი ენერგიის დიდი ნაწილი იქნება კონცენტრირებული.

♉ კურო (20 აპრილი – 20 მაისი)

ეს პერიოდი ცოტათი დატვირთული, თუმცა სასიამოვნო იქნება. კუროში არსებულ მარსს გავლენა ექება თვით-სიმტკიცის გაძლიერებაზე.

ლომის ახალმთვარეობა, ოჯახთან დაკავშირებულ სიახლეებს მიანიშნებს. ლომში გადასული სატურნი კი გიზრდით სახლთან და ოჯახთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობებს. სატურნი ლომის ზოდიაქოში დაახლოებით ორი წელი დარჩება.

უფრო მოკლევადიან პერიოდს თუ განვიხილავთ, თქვენი ზოდიაქოს მმართველი, ვენერა, თვის პირველ ნახევარს ქალწულის ზოდიაქოში გაატარებს, რაც საკუთარი თავით სრულფასოვანი სიამოვნების მიღების საშუალებას მოგცემთ. ამის შემდეგ, ვენერა სასწორში ინაცვლებს, ამ პერიოდში სამსახურეობრივი ურთიერთობები კარგად წაგივათ და ზოგადადაც, მუშაობა მეტად გაგიმარტივდებათ.

♊ ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)

სიახლეებს უნდა ელოდოთ მოგზაურობასთან და კომუნიკაციასთან დაკავშირებულ სფეროებში. და ახლანდელ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებულ საკითხებში.

თქვენი სოციალური ცხოვრება რაღაც მხრივ შეიცვლება, შესაძლოა ახალი მეგობრები შეიძინოთ სამეზობლოში. შესაძლოა გადაწყვიტოთ რაიმე კურსის გავლა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში გაკეთებული ნებისმიერი რამ სერიოზულად და პასუხისმგებლობით იქნება განმსჭვალული. საკუთარი თავის შესახებ მეტს გაიგებ, სხვებთან ურთიერთობის და კომუნიკაციის შედეგად. ოჯახური ცხოვრებაც სიამოვნებას მოგანიჭებთ.

♋ კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)

სიახლეებია მოსალოდნელი ფინანსურ და ქონებრივ საკითხებში.

მომდევნო ორი წლის განმავლობაში, საშუალება გეძლევათ მოაწესრიგოთ ფინანსური გარიგებების საქმე, თუ ის თქვენს ყურადღებას საჭიროებს. სატურნი თქვენგან მეტ ფინანსურ პასუხისმგებლობებს მოითხოვს.

ფრთხილად იყავით, როცა ვენერა სასწორში გადაინაცვლებს (შუა აგვისტოში), რაც წაგახალისებს, არამარტო სიამოვნება მიიღო შინაური ცხოვრებით, არამედ დაიწყო რედეკორაცია, ან შეიძინო ახალი რამეების სახლისთვის, რაც ახლა ნამდვილად არ გჭირდება.

იუპიტერის სასწორში მდებარეობის პერიოდში საშუალება გეძლევათ გაფართოების, იმ სფეროებში სადაც სახლი ფიგურირებს. ეცადეთ თავიდან აირიდოთ ზედმეტი დანახარჯები.

♌ ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)

საშუალება გექნებათ ფოკუსირდეთ საკუთარ საჭიროებებზე და სურვილებზე, რათა მომავლის გეგმები ჩამოაყალიბოთ. ის გაკვეთილები, რომლებსაც ახლა ცხოვრება გასწავლით, მომდევნო ეტაპებისთვის გიკვალავთ გზას.

ამ პერიოდში ამბიციური ხართ და მზად ხართ მთელი ენერგიის დასახული მიზნებისთვის გამოსაყანებლად. თვის პირველ ნახევარში ფულის მოპოვება მარტივი იქნება, თუმცა გაზრდილი გექნებათ დანახარჯებიც.

♍ ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)

წყნარი და დაფიქრებული თვე გექნებათ, კარგი პერიოდი ყველანაინი ურთიერთობებისთვის. კომპრომისზე გაცილებით გაგიმარტივდებათ წასვლა და შარმის და მეგობრულობის დახმარებით გარშემომყოფების გულს მოიგებთ.

ამ პერიოდში დაბნეულები და არეულები იქნებით. არც თუ ისე კარგი იდეაა ახალი პროექტების დაწყება. ეს თვე მეტად სიმშვიდისთვის და გეგმების დაწყობისთვის გამოგიწვდით ხელს.

♎ სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

17 აგვისტოს მერე უკეთესობისკენ შემობრუნდება თქვენი არეული ურთიერთობები, დაბალანსდება კომპრომისზე წასვლის სურვილი და სხვებისგანაც პატივისცემას დაიმსახურებთ. შესაძლოა თავისუფლების გამძაფრებული სურვილი გქონდეთ. მომდევნო ორი თვე უწყვეტი ზრდის და განვითარების პერიოდია.

გექნებათ შესაძლებლობები საჭირო ადამიანები აღმოაჩინოთ, რომლებთანაც ახალი საქმის დაწყებას შეძლებთ. ეს პერიოდი ზოგადად ჯგუფური აქტივობების და გრძელვადიანი იმედების და სურვილების მომტანი იქნება.

♏ მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)

ამ პერიოდში საშუალება მოგეცემათ კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებში ახალი ფურცლის წერა დაიწყოთ ან რაიმე ცვლილება განიცადოთ.

თუ ამბიციური ხარ და კარგად მომზადებული, მომდევნო ორი წელი ნამდვილი ოქროს საბადო იქნება. ყველანაირი სამუშაო რაც აქამდე გაწიეთ, შედეგს გამოიღებს.

კარიერულმა შესაძლებლობებმა შესაძლოა დაძაბულობა გამოიწვიოს ოჯახშსი და ახლო ურთიერთობებში, საჭიროა ბალანსის დაცვა. მომდევნო ექვსი თვის მანძილზე ურთიერთობებში მარსი ხელს არ შეგიწყობთ.

თუ თქვენი პარტნიორობა ძლიერია (ბიზნეს თუ პერსონალური), ამ პერიოდში ბევრს მიაღწევ. სხვა შემთხვევაში, კომპრომისზე წასვლის სურვილის არ ქონა (ერთი ან ორივე მხრიდან) დაძაბულობას და დაპირისპირებას გამოიწვევს.

♐ მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

სიახლეებია მომავალი განათლების და მოგზაურობის საკითხებში. სადაც არ უნდა დაგეგმოთ მოგზაურობა, მის უკან სიამოვნების გარდა, სხვა უფრო სერიოზული მიზნებიც იქნება დამალული.

პრობლემურია სამსახურის და ჯანმრთელობის საკითხები. შესაძლოა მძიმე მუშაობა დაგჭირდეთ და არასათანადოდ დაგაფასონ. უკეთესი იქნება თუ მარტო იმუშავებთ. იდეალური იქნება თუ ფიტნეს პროგრამაში ჩაერთვებით ან დიეტას დაიწყებთ. რაც განტვირთვაში და სიმშვიდის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

♑ თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)

აქტუალური იქნება საერთო ქონებასთან და რესურსებთან დაკავშირებული საკითები. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, გაგეზრდებათ ამ საკითხებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები.

ამ პერიოდში ფულის სესხება საკმაოდ გართულებული იქნება, თუმცა თვის ბოლოს პრობლემების გადაჭრის გზებს აღმოაჩენთ. მარსის გავლენით არადისციპლინებულები იქნებით და გართობაზე უფრო იქნებით კონცენტრირებულნი, ვიდრე სერიოზულ საკითხებზე.

გააქტიურებული გექნებათ კრეატიული უნარები. თუ ბავშვები გყავთ, შესაძლო მათ პრობლემები შეგიქმნან.

♒ მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)

აქტუალური პარტნიორის, ან უახლოესი ურთიერთობების თემა. შესაძლებელია ამ საკითხში ცვლილებები იყოს, საშუალება გექნებათ განახლება გააკეთოთ და სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ ყველაფერი. გაზრდილი იქნება პასუხისმგებლობები ახლო ურთიერთობებში.

ამ პერიოდში, ძლიერი ურთიერთობები კიდევ უფრო გაგიმყარდებათ, სუსტები კი თანდათან მინელდება. სახლში შესაძლოა დაძაბულობამ იმატოს, განსაკუთრებით თუ თქვენი ოჯახის წევრები თქვენს იდეებს რადიკალურად ეწინააღმდეგებიან.

სახლი ის ადგილია, სადაც თქვენი ენერგია ფართოვდება. მაშინ როცა მარსის მდებარეობა კომორომისზე წასვლას ართულებს, შესაძლოა სხვების სურვილების გაუთვალისწინებლად იმოქმედოთ, სახლთან დაკავშირებულ თემებში.

♓ თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)

აქტუალურია სამუშაო ადგილის და ჯანმრთელობის საკითხები. საშუალება გექნებათ ჯანმრთელობის ან სამსახურის პრობლეის გადაჭრის გზები იპოვოთ. შესაძლოა სამსახურსი გაუცნობიერებლად ზედმეტი პასუხისმგებლობა დაგეკისროთ.

საშუალება გექნებათ დისციპლინურად, ნაბიჯ-ნაბიჯ დაგეგმოთ ფიტნეს პროგრამა და გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა. მომდევნო თვეებში თქვენი ცხოვრების ტემპი აჩქარდება.

შესანიშნავი პერიოდია იდეების გაზიარებისთვის და ისეთ პროექტებზე სამუშაოდ, რასაც ინტელექტუალური დატვირთვა სჭირდება.

დატოვე კომენტარი
ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები