ახალ ზელანდიაში 4-დღიანმა სამუშაო კვირამ გაამართლა

ნახევარი წლის წინ, ახალ ზელანდიაში ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ გადაწყვიტა, თანამშრომლების სამუშაო გრაფიკი შეეცვალა და 200-მდე თანამშრომელს 5-დღიანი სამუშაო კვირა 4-დღიანი სამუშაო კვირით შეუცვალეს, თუმცა ხელფასი არ შეუმცირეს. იდეის ავტორებს აინტერესებდათ, გაზრდიდა თუ არა ეს თანამშრომლების მოტივაციასა და შრომისუნარიანობას. საცდელი პროექტის შედეგებზე Info Q წერს.


ჩატვირთვა...

თავდაპირველად მხოლოდ 4-კვირიანი ექსპერიმენტი იგეგმებოდა, თუმცა ახალი გრაფიკით თანამშრომლები რამდენიმე თვე ამუშავეს.

ექსპერიმენტით მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები იყვნენ დაინტერესებულები. ცოტა ხნის წინ კომპანიამ შედეგები გამოაქვეყნა.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ:

მიუხედავად ერთი დღით ნაკლები სამუშაო კვირისა, არ შემცირებულა თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა;

თანამშრომელთა სტრესის დონე 45%-დან 38%-მდე შემცირდა;

54%-დან 78%-მდე გაუმჯობესდა პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი;

გუნდური მუშაობის მაჩვენებელი 64%-68%-დან 82%-88%-მდე გაიზარდა.

კვლევის დადებითი შედეგების გამო, კომპანია Perpetual Guardian-ისხელმძღვანელობა ფიქრობს, ექსპერიმენტისთვის ამოქმედებული გრაფიკი შეინარჩუნონ.

 

imedinews.ge

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები