” ალადინი” მალე მხატრვრულ ფილმად

დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ანიმაციური ფილმების მიხედვით ცნობილი რეჟისორები მხატვრული ფილმებს იღებენ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, პოპულარული ხდება. მაგალითად, 2017 წელს გადაღებული „მზეთუნახავი და ურჩხული“, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, ასევე, დიდი პოპულარობით სარგებლობს 2016 წელს გადაღებული „ჯუნგლების წიგნი“, რომლის მეორე ნაწილის გადაღება 2018 წელს იგეგმება.

ყველასათვის საყვარელი ჰოლივუდის სტუდია The Walt Disney Company-ი ახალი ფილმის ეკრანიზაციას გეგმავს. უკვე ცნობილია, რომ იგეგმება ანიმაციური ფილმის „ალადინის“ ახალი ვერსიის გადაღება, რომელსაც ცნობილი რეჟისორი გაი რიჩი თავისი გამორჩეული გადაღების სტილით წარმოგვიდგენს.


ჩატვირთვა...

უკვე ცნობილია იმ მსახიობების სია, რომლებიც მთავარ როლებს შეასრულებენ, მაგრამ ჯერ არ არის ცნობილი, როდის იგეგმება ფილმის პრემიერა. პრემიერის სავარაუდო თარიღი 2019 წელია.

მაწანწალა ბიჭის – ალადინის როლს ეგვიპტელ-კანადელი მსახიობი მენას მუსუდი შეასრულებს, რომელსაც სულთნის შვილი, პრინცესა ჟასმინი უყვარდება.
მსახიობი ნაომი სკოტი პრინცესა ჟასმინის როლს შეასრულებს, რომელსაც აღარ სურს სასახლის წესებით ცხოვრება.
ცნობილი სერიალის Homeland-ის მსახიობი ნავიდი ნეგაჰანი პრინცესა ჟასმინის მამის, სულთნის როლს შეასრულებს.

მსახიობი მარვან კენზარი, ჯაფარის როლს შეასრულებს, რომელსაც სამეფოს მმართველობის ხელში ჩაგდება სურს.
ყოვლისშემძლე ჯინის როლს ცნობილი მსახიობი უილ სმიტი შეასრულებს.

ფილმში მულტფილმისგან განსხვავებით, ახალი პერსონაჟები გამოჩნდებიან – ცნობილი შოუს Saturday Night Live-ის ვარსკვლავი ნასიმ პედრადი პრინცესა ჟასმინის მოახლის დალიას როლს შეასრულებს.
მსახიობი მაგნუსენ ვილსპრინც ანდარსის როლში ვიხილავთ, რომელსაც პრინცესა ჟასმინის ცოლად შერთვა სურს.
სერიალი Homeland-ის მსახიობი ნუმარ აკარი, ჯაფარის მარჯვენა ხელის და ჯარის მთავარსარდლის ჰაკიმის როლს შეასრულებს.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები

9