“ალბათ, მამიკოს ჰგავს, მჭამელი იქნება” – სოფო ბედია და სოფო ბედიას ქმარი გოლიათ ბიჭს ელოდებიან

მომღერალ სოფო ბედიასა და მისი ქმრის მიშა მესხის ხუთწლიანი თანაცხოვრების პერიოდში ახლა მნიშვნელოვანი ეტაპია – წყვილი შვილს ელოდება. სოფო ბედია უკვე 5 თვის ორსულია. მომღერლის თქმით, მიშა მესხი მშობიარობას არავითარ შემთხვევაში არ დაესწრება, რადგან ის ძალიან ემოციურია და შეიძლება ცუდად გახდეს. როგორც სოფო ბედია „სარკესთან“ ინტერვიუში აცხადებს, ორსულობისას შიმშილის გრძნობა ხშირად აწუხებს:

„ცოტა ხშირად მაწუხებს შიმშილის შეგრძნება. ალბათ, მამიკოს ჰგავს, მჭამელი და გოლიათი ბავშვი იქნება. ცოტა წონაში მოვიმატე, მაგრამ ეს ისეთი ბედნიერებაა, რომ არ მაწუხებს. ისეთი ნებისყოფა მაქვს, ვიცი, მალე ჩავდგები ფორმაში.“- აცხადებს სოფო ბედია.


ჩატვირთვა...
ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები