“ამ პერიოდში დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა, სერიოზული იქნება” – რას უმზადებს ზოდიაქოს ნიშნებს ვენერა ქალწულში

” 9 ივლისს ვენერა მიწის სტიქიის ნიშანში, ქალწულში გადაბრძანდება და 7 აგვისტომდე იქ იმოძრავებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანების ურთიერთობებში ამ ნიშნისათვის დამახასიათებელი თვისებები მოიმატებს–ორგანიზებულობა, სიზუსტე, აკურატულობა, წესრიგი, დეტალებზე ყურადღების გამახვილება. თუმცა ამავდროულად გაიზრდება იმის ალბათობა, რომ ზედმეტმა ჩაკირკიტებამ წვრილმანებისადმი, პრეტენზიულობამ , ეჭვიანობამ, თუ გადამეტებული სიფრთხილის გამოჩენამ, გამოიწვიოს დაძაბული სიტუაციები” – ამის შესახებ ასტროლოგი ხათუნა ნოელი წელს.

“რომანტიულ ურთერთობებში ამან ასევე შესაძლოა მოიტანოს გადაჭარბებული კრიტიკულობა და მაღალი მოთხოვნები, გაჭირდება გრძნობების ემოციურად გამოხატვაც. იმატებს თავდაჭერილობა რომლის მიღმაც სიმორცხვე და არასრულფასოვნების კომპლექსი იმალება- ხოლმე. .სამაგიერიდ ამ პერიოდში დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა სერიოზულობით იქნება გამორჩეული.
რაც შეეხება ფინანსებს-პრაგმატულ ქალწულში ვენერას გადასვლა დაგვიცავს ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებებისაგან, ამ პერიოდში საბირჟო ოპერაციები, ფულადი სპეკულაციები და სხვა კაპიტალდაბანდებები ხელსაყრელი გამოდგება პირად რუკაზე შესაბამისი მაჩვენებლების ქონის შემთხვევაში.
გისურვებთ შესამჩნევ წინსვლებს თქვენს აქტიობებში” – ამბობს ასტროლოგი


ჩატვირთვა...
ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები