ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ კონსერვებში ასპირინს აღარ გამოიყენებთ, რად გარდაიქმნება და ვისთვისაა საშიში ასეთი კონსერვი

იყენებთ ასპირინს ტყემლისა თუ კომპოტების მომზადებისას? ყოველ შემთხვევაში, ძალიან ბევრ ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემა კონსერვირების ასპირინიანი მეთოდი. ამ საწებლებითა და კომპოტებით, რა თქმა უნდა, ბავშვებიც იკვებებიან. რას წარმოადგენს სინამდვილეში ასპირინი და რისი გამოწვევა შეუძლია ორგანიზმში. “სახალხო აფთიაქის”პარმაცევტი ნანა ხურციძე ბევრ საინტერესო კითხვაზე გვცემს პასუხს.
– კონსერვირებისას ხშირად იყენებენ ასპირინს. რას წარმოადგენს ეს პრეპარატი სინამდვილეში, რატომ მაინც და მაინც ასპირინი იქცა დიასახლისების დამხმარედ?
– ძალიან საინტერესო თემა წამოჭერით. ერთ საღამოს ჩემი მეგობარი მირეკავს და მეუბნება, ქართულ სერიალს ვუყურე, სიცხიან ბავშვს ბებია კომპოტს

ასმევდა, ბავშვი კინაღამ მოკვდა და იცი რატომო? მე ვუთხარი, სერიალის არაფერი ვიცი, მაგრამ იმ კომპოტში ბევრი ასპრინი იქნებოდა-მეთქი. მეზობელი ძალიან აღელდა, ანუ ეს ამბავი მართალიაო? მთელი სარდაფი ასპირინიანი კონსერვებით მაქვს სავსეო. შეიძლება, სერიალში რაღაც გადაჭარბებულია, მაგრამ ჩვენს მომხმარებელს, რომელიც ზაფხულში ერთად რამდენიმე კოლოფ ასპირინს ყიდულობს და ვხვდები, რომ კონსერვებისათვის უნდა, ყველას ვაძლევ რჩევას, როგორ მოიქცნენ ასპირინთან დაკავშირებით. კონსერვირებულ პროდუქტებში უნდა იყოს მჟავა გარემო, რადგან ამ გარემოში მიკრობები იღუპებიან. ასპრინი მოქმედებს ისე, როგორც ლიმონმჟავა, ვაშლის და ღვინის ძმარი, მაგრამ ამავდროულად, ასპირინი კონსერვირებულ საკვებში გარდაიქმნება ისეთ ნაერთად, რომელიც მავნებელია ორგანიზმისათვის. ასპირინის გამოყენებას კულინარიაში დიდი ხნის ისტორია აქვს, ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ დიდი ხანია ეს მედიკამენტი არსებობს ფარმაცევტულ ბაზარზე. განაგრძე კითხვა


ჩატვირთვა...
ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები