“ბოდიშს ვუხდი ჩემს რუს დებსა და ძმებს, რომელთა ღონისძიებაც ქართველებმა ჩაშალეს თავიანთი უსაქციელობის გამო…” – დიანა ღურცკაია

რუსეთში მოღვაწე მომღერალმა, დიანა ღუწკაიამ ბოდიში მოუხადა “ერთმორწმუნე დებსა და ძმებს, ვისი ღონისძიებაც საქართველოში ჩაიშალა”. ამის შესახებ მან რუსულ გამოცემა TASS-ს განუცხადა.ღურწკაია თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩაშლას გამოეხმაურა.


ჩატვირთვა...

“ჩემთან ქუჩაში ადამიანი მოვიდა, რომელიც უნივერსიტეტის ლექტორი აღმოჩნდა და მითხრა, რომ თუ მთავრობას შეგნება და ტაქტი არ ჰყოფნის, მაშინ მას სურს მათ მაგივრად ბოდიშის მოხდა. როგორც ქართველი, მეც ვუერთდები ამ სიტყვებს და ბოდიშს ვუხდი ერთმორწმუნე დებსა და ძმებს, რომელთა ღონისძიებაც ჩაიშალა”, – თქვა ღურწკაიამ.

ის ამბობს, რომ რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და მოსახლეობის უმრავლესობას შორის “კოლოსალური განსხვავებაა”. მისივე თქმით, საქართველოში იმყოფებოდა და ამაში თავად დარწმუნდა.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები