“ეს-ესაა გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კინორეჟისორი და მსახიობი – მის დაკრძალვას არცერთი ქართველი მსახიობი არ დასწრებია, არც კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები… სად იყავით, მსახიობებო? რეჟისორის კოლეგებო?“

ცნობილი კინორეჟისორი და მსახიობი ნანა მჭედლიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სახალხო არტისტი ამ ქვეყნიდან უხმაუროდ გააცილეს. მის დაკრძალვას არცერთი ქართველი მსახიობი არ დასწრებია, არც კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები. აი, რას წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი: “ეს-ესაა, ხონის მიწას მიაბარეს დიდი ქართველი ხელოვანი, საქართველოს სახალხო არტისტი, “პირველი მერცხლისა” და “იმერული ესკიზების” დამდგმელი […]