,,ჩემს გვერდით ანგელოზივით ბიჭი ზის… თავზე ვიღაც არაკაცი ადგას… მხოლოდ ის მახსოვს როგორ ავდექი… ძლივს წამართვეს ხელიდან“

ბესო წერედიანი თბილისის მტროში მომხდარ შემთხვევაზე წერს, რომელსაც ის თავად შეესწრო.
,,გუშინ მეტროში,

ვზივარ ჩემთვის დაღლილი, ჩაფიქრებული, ვერაფერს ვამჩნევ ირგვლის, გვერდიდან საუბარი მესმის, ნელნელა ტვინმა დაიწყო ფრაზების ანალიზი და..


ჩატვირთვა...

– ვინა ხარ ბიჭო, რას გავხარ, პატრონი არ გყავს, რა ქართველი ხარ შენ შე ახვარო…

მოვტრიალდი, ჩემს გვერდით ჩემი ლევანის ხნის ანგელოზოვით ბიჭი ზის, გრძელი ჩამოშლილი ხუჯუჯა კულულებით, თავზე ვიღაც არაკაცი ადგას, ნასვამი, გაუპარსავი, ჩასისხლიანებული თვალებით..

მხოლოდ ის მახსოვს როგორ ავდექი ფეხზე და რა გინდა რას ერჩი ბავშვსთქო რომ ვკითხე..

გადამეკეტა, ძლივს წამართვეს ხელიდან, მოვკლავდი ალბათ რომ არა ხალხი ვაგონში.. ბიჭებს წიხლით ჩაუგდიათ ვაგონიდან, ეს ჩემი კუთხეში აწურული პროტეჟე კი შეშინებული და მადლიერი თვალებით მიყურებდა..

რამდენი ცხოველი დადის ქუჩაში, ვინ არიან, საიდან მოდიან… ერთუჯრედიანი არარაობები რომელთა გამო ჩვენი შვილების ერთი წამითაც კი გაფუჭებული ხასიათი და სტრესი მომავლის წინაშე დანაშაულია..

ჰაერიც კი მენანება და ჭიქა წყალი მსგავსი მართლა ახვარი არაკაცებისთვის..“ -წერს ბესო წერედიანი ფეისბუქის გვერდზე

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები