“ჩვენ ხომ ერი არა ვართ….” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს:


“ხშირად გაიგონებთ, მარიჰუანას თემაზე ამდენი ათასი რომ გამოდის, ჩვენ ხომ ერი არა ვართ, სხვა თემებზე არავინ გამოდისო. მარიჰუანას მომხმარებლებს მობეზრდათ ციხეში წლობით ყოფნა, გაბრაზდნენ და გამოვიდნენ. ხოდა თქვენც გაბრაზდით კაცო, ვინ დაგიშალათ? გაწუხებთ რამე და არ ბრაზობთ? ეგ რა მარიჰუანას მომხმარებლის ბრალია? სხვა რატომ გამოდის ჩემთვის არასაინტერესო თემაზეო, ამაზე ბრაზს ჯობს, მიხედოთ თქვენთვის გასაბრაზებელ საკითხებს, თუკი ასეთი არსებობს, რათქმაუნდა.
ასევე ხშირად გაიგონებთ, – მაგათ აფინანსებენო, სოროსი იქნება უეჭველი ეგ გათახსირებელი დამფინანსებელიო… ამით რა შეურაცხყოფას აყენებთ საკუთარ თავს, ხვდებით? – დაფინანსებას ელოდებით? უფასოდ არ ბრაზდებით? მაშინ არ ყოფილა არცერთი თქვენი ბრაზი თავისთვაად ფასეული, ამ ლოგიკით ასე გამოდის ხო? ხოდა აბა ტყუილად რაღას იშლით ნერვებს?” – წერს ფანჯიკიძე.

 

მსგავსი სტატიები