დიდი ცვლილებები და გამდიდრების შანსი – დღეს სავსე მთვარეა

დღეს ცაზე ვარდისფერი სავსე მთვარე გამოჩნდება, რომლის ძალაც თითოეული თქვენგანის ცხოვრებაზე აისახება და თქვენს ცხოვრებაში გარდამტეხი ცვლილებების საწყისად იქცევა.

სავსემთვარეობის პიკი, თბილისის დროით დღის 03:12საათზეიქნება. სანამ მთვარე მთლიანად შეივსება, დედამიწაზე უდიდესი ენერგია იღვრება.


ჩატვირთვა...

სავსე მთვარის ენერგეტიკა დაგეხმარებათ სურვილების ახდენაში.

როგორ გამოვიყენოთ სავსემთვარეობა ფინანსური კეთილდღეობისთვის?

იმისათვის, რომ სავსე მთვარის ენერგია შემოსავლების გასაზრდელად გამოიყენოთ, საჭიროა საფულის დამუხტვა. აიღეთ თქვენი საფულე, ამოიღეთ შიგნიდან ხურდა ფული და დადეთ ფანჯრის რაფაზე ან აივანზე, ისე რომ ცას (მთვარეს) უყურებდეს. სასურველია საფულე დასავლეთის მიმართულებით მოათავსოთ. გედოთ იქ, სანამ მთვარე პიკს მიაღწევს. აუცილებელია, რომ 03:12 საათამდე 1-2 წუთით ადრე, საფულე შინ შემოიტანოთ.

არ დაგავიწყდეთ სურვილის ჩაფიქრება!

სანამ სავსე მთვარე პიკს მიაღწევს, ანუ დღის 03:12 საათამდე 1-2 წუთით ადრე, წარმოიდგინეთ, რა გსურთ ყველაზე მეტად და ჩაიფიქრეთ სურვილი აწმყო დროში. მაგალითად: „მე მაქვს ახალი სამსახური“, „მე მყავს მანქანა“ და ა.შ.

სავსემთვარეობა კულმინაციაა. შესაბამისად, თითოეული თქვენგანის ცხოვრებაში, რარაც კონკრეტული საკითხი ან ეტაპი თავის პიკს მიაღწევს. რაღაც დასრულდება და რაღაც ახალი დაიწყება.

გაიგეთ, რა შეიძლება შეიცვალოს დღეიდან თქვენს ცხოვრებაში, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:

ვერძი

19 აპრილს, სავსემთვარეობა თქვენს პირად ურთიერთობებზე მოახდენს გავლენას. შესაძლოა ქორწინება გადაწყვიტოთ, სასიყვარულო ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ ან საერთოდ წერტილი დაუსვათ. სავსემთვარეობამ შესაძლოა დაგანახოთ, რომ ეს სასიყვარულო ურთიერთობა თქვენთვის უკვე მიუღებელია. სავსე მთვარის დროს, აუცილებლად მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, შესაძლოა სერიოზულ ხელშეკრულებას მოაწეროთ ხელი ან ახალი ბიზნეს პარტნიორი გამოგიჩნდეთ.

კურო

სავსემთვარეობა თქვენს მე-6 სახლში მოხდება. სიახლეებია მოსალოდნელი თქვენს სამსახურთან დაკავშირებით. შესაძლოა აქამდე რაღაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თქვენი პოზიციის, სამუშაო ადგილის ან უფროსობის შეცვლასთან დაკავშირებით და სწორედ ამ კითხვებს გაეცემა პასუხი. თუ გასაუბრებაზე იყავით, მაშინ პასუხს ამ პერიოდში მიიღებთ. ყურადღება დაუთმეთ თქვენს ჯანმრთელობას სავსემთვარეობის დროს. უმჯობესია თუკი 19 აპრილიდან 2 კვირის განმავლობაში დიეტას დაიწყებთ, რადგან ძალიან მარტივად დაიკლებთ წონაში.

ტყუპები

სავსემთვარეობა თქვენს მე-5 სახლში მოხდება. საკუთარ თავს შესაძლოა დასვენება მოუწყოთ, სადაც რომანი გელოდებათ. ასევე მოსალოდნელია პაემნები და საყვარლების გაჩენა. მეხუთე სახლი შემოქმედებას, ჰობის და ბიზნესსაც ეხება. ამიტომ შესაძლოა რაიმე შემოქმედებითი იდეა ბიზნესად აქციოთ. მოსალოდნელია ინფორმაცია ორსულობის შესახებ ან რაიმე სიახლეს შეიტყობთ საკუთარ შვილზე, რაც გაგახარებთ.

კირჩხიბი

19 აპრილს სავსემთვარეობა თქვენს მე-4 სახლში იქნება. ეს კომფორტის, უძრავი ქონების, საცხოვრებელი ადგილის და ოჯახის წევრების სახლია. თუ საცხოვრებელი ადგილის შეცვლას გეგმავთ, ყველაფერი სწორედ 19 აპრილიდან გაირკვევა. თუ სახლის ყიდვას აპირებთ, საბოლოო შეთანხმების მიღწევაც სწორედ ამ პერიოდში მოხდება. სავსე მთვარე კულმინაციაა და შესაბამისად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და სიახლეებს ნიშნავს. აქვე, შესაძლოა მშობლები მოინახულოთ ან თავად გესტუმრონ. მოსალოდნელია სახლისთვის ახალი ავეჯის შეძენაც.

ლომი

სავსემთვარეობა თქვენს მე-3 სახლში მოხდება. ამ პერიოდში მოსალოდნელია მართვის მოწმობის ან პროფესიული სერტიფიკატის აღება. თუ მნიშვნელოვან საქმიან  შეხვედრებს აწარმოებდით, საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ 19 აპრილის შემდეგ მიიღებთ და ხელშეკრულებებსაც ხელს ამ დროს მოაწერთ. აპრილი კარგი თვეა ავტომობილის შესაძენად. მე-3 სახლი ახალი უნარების შეძენასაც ნიშნავს, ამიტომ მოსალოდნელია კურსების გავლა.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები