ენდრო, მცენარის უნიკალური თვისება, რომელიც ბევრისთვის უცნობია

ენდრო – ეს მცენარე ჩვენში მხოლოდ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან ასოცირდება. მცენარე, რომლის ფესვები აღდგომის წინა დღეებში თითქმის ყველგან გვხვდება გასაყიდად გამოტანილი, ყველასთვის ნაცნობია, თუმცა მიწის ზემოთ მისი გარჩევა ცოტას თუ შეუძლია.


ჩატვირთვა...

ენდროს გამოყენება საღებავად

ამისათვის ერთი შეკვრა ენდროს ფესვები კარგად გარეცხეთ, დაჩეჩქვეთ ჩაქუჩის, ქვასანაყის, ან სხვა საგნის დახმარებით, დაასხით 1, 5-2 ლ. წყალი, დაამატეთ ხახვის რამდენიმე ფურცელი. ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ. მიღებულ საღებავში ჩააწყვეთ მაცივრიდან წინასწარ გამოღებული კვერცხები ისე, რომ საღებავი ბოლომდე ფარავდეს. დაუმატეთ 1 ს.კ. ძმარი და ამდენივე მარილი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 20-25 წთ. ამის შემდეგ კვერცხები დაუყოვნებლივ ამოიღეთ საღებავიდან და მოათავსეთ ცივ წყალში 5-10 წთ-ით. ბოლოს კი, შეგიძლიათ კვერცხები ზეთში დასველებული ტილოთი გააპრიალოთ.

გარდა სააღდგომოდ კვერცხების შეღებვისა, ძველად ენდროს საქართველოში მატყლისა და ბამბის შესაღებადაც იყენებდნენ.

ენდროს სამკურნალო თვისებები

იგი შეიცავს ვაშლის, ლიმონის, ასკორბინისა და ღვინის მჟავას, პექტინებს, შაქარს, ცილებსა და სხვა ნივთიერებებს. სამკურნალო მიზნით გამოიყენება ენდროს ფესურა და ფესვი. ნედლეულს ამზადებენ მარტის ბოლოდან აპრილის პირველ ნახევრამდე ან აგვისტოს დასაწყისიდან ყინვების დადგომამდე. ფესვს იღებენ, ასუფთავებენ მიწისა და გაუხეშებული ნაწილებისგან, არ რეცხავენ, აშრობენ საშრობში 45 °C-ზე ან მოჩრდილულ ადგილზე. ასე შენახული პროდუქტის გამოყენების ვადა 2 წელია.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები