ეს ტყუპები გამორჩეულები არიან, მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში ჯერ არ დაფიქსირებულა!

რუმინელი ქალბატონის ორსულობა და მშობიარობა მსოფლიოს სამედიცინო ისტორიაში უიშვიათეს შემთხვევად აღიარეს. ქალბატონმა ტყუპები 7 კვირის დაშორებით გააჩინა. პირველი გოგონა 2014 წლის ნოემბერში გაჩნდა, მეორე კი მიმდინარე წლის იანვარში.
პირველი ბავშვის გაჩენის შემდეგ, ექიმები მეორეს გაჩენას ელოდებოდნენ, მაგრამ საშვილოსნოს ყელის შეკუმშვა დაიწყო.
Romania-Insider – ის ცნობით, ექიმებმა 41 წლის ქალბატონის ფეხმძიმობისას გინეკოლოგთან ჩატარებულ გამოკვლევებს გადახედეს და აღმოაჩინეს, რომ ჩანასახები სხვადასხვა ემბრიონულ პარკებში იყვნენ და ცალცალკე პლანცეტა ჰქონდათ, როგორც ეს ხშირად ხდება არაიდენტური ტყუპების შემთხვევაში.
დედამ ბავშვები გართულების გარეშე გააჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ახალშობილები მცირეწონიანები დაიბადნენ თავს კარგად გრძნობენ. ერთი გოგონა 900გრ-ს, ხოლო მეორე 1კგ იწონის.

მსგავსი სტატიები