“გამარჯობა, მიცანი? მე ფეხმძიმედ ვარ…მერე ადექი და…” – ერთი გოგოს საოცარი ისტორია

გოგომ გაუბედავი ხმით დაიწყო ტელეფონზე ლაპარაკი. გაგიმარჯოს, გიცანი, – ცივად გაისმა მეორე მხრიდან…

..*


ჩატვირთვა...

– იქნებ დავილაპარაკოთ? – თითქმის ჩურჩულით თქვა გოგომ.
– რა არის აქ სალაპარაკო?! ადექი და აბორტი გაიკეთე!
– არ შემიძლია.
– რატომ?
– ეს ხომ ჩვენი შვილია!
– მერე რა. მე ეგ არ მაინტერესებს. თანაც ახლა სხვასთან დავდივარ!

გოგომ ყელში მომდგარი ცრემლებისგან ხმა დაკარგა და ტელეფონი გათიშა.

..*

5 თვის შემდეგ…
– გოგონი, თუ შეიძლება, დაგეხმარებით?
– კარგს იზამთ. ძალიან დიდი მადლობა.
– ისე, თქვენი ქმარი სად არის?
– ის არ არსებობს და არც არასდროს არსებობდა!
– რა გქვიათ?

..*

5 წლის შემდეგ…
„აუ, ტვინი წაიღო რა… სახლში მისვლა შემაძულა! გამოსავალიც რომ არ ჩანს“, – ფიქრობდა სკვერში სკამზე ჩამომჯდარი ახალგაზრდა მამაკაცი.
უცებ მისი ყურადღება ორმა ბავშვმა მიიპყრო, რომლებიც იქვე დარბოდნენ. ეტყობოდათ, რომ ტყუპისცალები იყვნენ.
ნეტა, როგორ არის ჩემი შვილი? – ამოუტივტივდა მივიწყებული ამბავი.

..*

– დედა! – ბავშვები მათკენ მომავალი ქალისკენ გაიქცნენ.
მამაკაცმა იმ მიმართულებით მიაბრუნა თავი და… ის დაინახა.

..*

– გამარჯობა, – მამაკაცმა გაუბედავი ხმით დაიწყო ლაპარაკი.
– გაგიმარჯოს.
– ესენი ჩემი შვილები არიან?
– შენი შვილები არიან.

..*

– მამა, მამა, – დაიყვირეს პატარებმა და მისკენ გამოიქცნენ.
მამაკაცს თითქოს სუნთქვა შეეკრა აქამდე უცნობი გრძნობისგან და ბედნიერებისგან…
პატარებმა კი გვერდით ჩაურბინეს და მისთვის უცნობ კაცს ჩამოეკიდნენ კისერზე.

..*

– ძვირფასო, ვის ელაპარაკებოდი?
– გამვლელი იყო. მკითხა, სადმე ახლოს მაღაზია თუ არისო.

..*

– ბიძია, მაღაზია მანდვეა, მოსახვევში. რამდენიმე ნაბიჯს თუ გადადგამთ, აუცილებლად დაინახავთ, – მიაძახა ერთ-ერთმა ტყუპისცალმა, რომელიც დედიკოს, მამიკოს და ძმას გვერდით მიჰყვებოდა.

წყარო

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები