ილია მეორე მრევლს შობის ღამეს სანთლების დანთებისკენ მოუწოდებს

საპატრიარქოს ცნობით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლს შეახსენებს, რომ შობის ღამეს ფანჯარაში სანთლის დანთება არ დაავიწყდეს.


ჩატვირთვა...

მათივე განცხადებით, მორწმუნეებმა ფანჯრებთან სანთლები ღამის 12:00 საათზე უნდა დაანთონ. ამით ისინი ღვთისმშობელსა და მართალ იოსებს სიმბოლურად საკუთარ სახლში იწვევენ.

საზეიმო წირვა ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში აღევლინება.

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძრებში დღეს 23:00 საათიდან დაიწყება. ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები