კარმული დაავადებები – რატომ გჭირთ კონკრეტული დაავადება

დაავადება ეს უკვე სიგნალია იმისა, რომ ადამიანმა შეწყვიტა სამყაროსთან ჰარმონიული დამოკიდებულება და არღვევს მის კანონებს. ქვეცნობიერი დაავადების სახით ამცნობს, რომ ჩვენ ზედმეტად მწვავედ ვრეაგირებთ ცხოვრებისეულ მოვლენებზე და არ ვართ დაკავებული ჩვენი საქმით.ადამიანი თანდაყოლილი დაავადებებით ან პრობლემურ ოჯახში იბადება, ეს არის მისი წინა ინკარნაციის, კარმული დავალიანებების შედეგი: უნდა გაიგო, მიხვდე შენს შეცდომებს, უნდა გახდე კეთილი ადამიანების მიმართ, გამოიმუშაო დადებითი კარმა.თუ ადამიანი დაიბადა ჯანმრთელი, მაგრამ ავად გახდა, ესეიგი დაუშვა რაღაც შეცდომა, დაარღვია ბუნების კანონი, დააგროვა უარყოფითი კარმა.

ბავშვებში გავრცელებული დაავადებები – ეს არის მშობლების აზრების და ქმედებების შედეგი. ეს არის გაფრთხილება, რომელიც ეხება მთელს ოჯახს. ოჯახში სიტუაციის ნორმალიზებას მივყავართ ბავშვის გამოჯანმრთელებამდე. როგორც ამბობენ „ყველა დაავადება უკავშირდება ნერვებს“. წყნარი, გაწონასწორებული ადამიანები, რომლებიც ოპტიმისტურად არიან განწყობილნი ცხოვრების მიმართ, იშვიათად ხდებიან ავად და დიდხანს ცხოვრობენ.


ადამიანი შემოსაზღვრულია ენერგეტიკული შრით და გაჟღენთილია ენერგიით. ის მუდამ გასცემს და უკანვე იღებს ენერგიას იმ ობიექტებისგან რაც მის გარშემოა ან რაზეც აკეთებს ყურადღების კონცენტრაციას. დადებითი გრძნობებისგან ან ემოციებისგან ენერგია დიდდება, ამაში დიდი წვლილი შეაქვს სიხარულს, სიკეთეს, რწმენას, იმედს, სიყვარულს.ენერგია მცირდება თუ ადამიანი გაბრაზებულია, აგრესიული, უიმედო, რწმენადაკარგული, შურიანი ან ეჭვიანია, აქვს შიშები და ფობიები. ამ ენერგიაზეა დამოკიდებული ადამიანის აურა, რომელიც იცავს მას გარე ნეგატივისგან. თუ აურა პატარავდება, მაშინ ჩნდება სხვადასხვა სახის დაავადებები, რომელიც შეიძლება იყოს სასიკვდილოც.დაავადების მიზეზის გაგებით, თქვენ შეგეძლებათ მოახდინოთ პრევენცია, მთავარია გაიგოთ ამა თუ იმ დაავადების გამომწვევი ფაქტორი.

ალერგია – საკუთარი შესაძლებლობების უარყოფა;

გრიპი – ეს რეაქციაა, როცა სხვას ახვევ თავზე საკუთარ პოზიციას;

გაციება – გაღიზიანება, უსიამოვნება;

სიმსუქნე – თავდაცვა, ძირითადად ენერგიის კარგვის დროს;

პრობლემები კბილებთან – დაუფიქრებლად (სულელურად) გადაწყვეტილების მიღება;

პრობლემები ფილტვებთან – შიში , რომ შენი არავის ესმის და ვერავინ გიგებს, რომ დარჩები უყურადღებოდ.

შინაგანი ჩაკეტილობა პრობლემები კუჭთან – შიში და შური გარშემომყოფების მიმართ, სიძუნწე;

პრობლემები მსხვილ ნაწლავთან – გადამეტებული სწრაფვა სტაბილურობისკენ, ცვლილებების შიში და სურვილი იცხოვრო სირთულეების გარეშე;

პანკრეასი (კუჭქვეშა ჯირკვალი) მაღალი შაქრიანობა, იმუნიტეტი – გადამეტებული ძალაუფლების სიყვარული. სურვილი , ყველაფერი იყოს შენი კონტროლის ქვეშ. წყენები და უკამყოფილება.

პრობლემები გულთან – სიყვარულის გამოხატულების შიში (კომპლექსი), ემოციების დათრგუნვა, ბედნიერების აღქმის უნარის არქონა. ისწავლეთ გულის მოსმენა;

პრობლემა წვრილ ნაწლავთან (ხმაური ყურებში ან ტკივილი, მხედველობის დაქვეითება, ნების ძვლების, თითების ტკივილი) – მოქმედების შიში (მოქმედებს მხოლოდ სხვისი მითითებით);

პრობლემა შარდის ბუშტთან (ცისტიტი, ინფექციები) – სექსუალური ემოციების შებოჭვა, განგებ არ გამოხატვა;

მსგავსი სტატიები