,,ხალხი პანიკაში ჩავარდა, ჩამონგრეული ჭერი რამდენიმე ადამიანს თავზე დაეცა“ – თვითმხილველები ,,ვარკეთილის“ მეტროში მომხდარ შემთხვევაზე

თვითმხილველის თქმით, მეტროს მოსაცდელ დარბაზში, ბაქანთან იდგნენ როცა მოულოდნელად ჭერის ჩამოიქცა.

,,ხალხი პანიკაში ჩავარდა. ჩვენ ცოტა მოშორებით ვიდექით და საბედნიეროდ, გადავრჩით, რომ არაფერი დაგვიშავდა. ძალიან შეგვეშინდა, რამდენიმე ადამიანს თავზე დაეცა ჩამონგრეული მასა, თუმცა ვიცით რომ გარდაცვლილი არავინაა. სასწრაფო დახმარებაც დროულად მოვიდა“ – განაცხადა თვითმხილველმა
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მოსაცდელ დარბაზში შეკიდული ჭერი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, მომხდარის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათი ამოყვანა მაშველებმა შეძლეს.


ჩატვირთვა...

წყარო

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები