ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება, არასრულწლოვნება 20 წლის ბიჭი სასტიკად სცემეს – რა მოხდა 24 სკოლასთან (ვიდეო)

თბილისში 24-ე საჯარო სკოლასთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, 20 წლს ახალგაზრდამ მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს, რომლებიც სკოლასთან სიგარეტს ეწეოდნენ შენიშვნა მისცა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
მომხდარში ცივი იარაღი ფიგურირებს, თუმცა არასრულწლოვნებმა მისი გამოყენება ვერ მოასწრეს.

მოზარდები დანებით იყვნენ შეიარაღებულები, ამასთან როგორც ირკვევა ინციდენტისას დაზარალებულის ცოლმა სახლიდან დიდი ზომის ე.წ. ნაჯახი გამოიტანა და მოსწავლეებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა.


ჩატვირთვა...

სკოლის მოსწავლეებსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირების შესახებ შეტყობინება 112-ში შევიდა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცავები გამოცხადნენ.

ამ წუთებში პოლიციას ინციდენტის მონაწილე პირები გამოკითხვაზე გადაჰყავს.

თვითმხილველთა თქმით, მამაკაცს მრავლობითი სილურჯეები და თვალის არეში ძლიერი ტრამვა აღენიშნება.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები