კურიოზი ვუკლანიზაციაში – ინფინიტიდან მოკლე კაბით ქალი გადმოდის და…

თბილისში, ვულკანიზაციაში მომხდარ ძალიან სახალისო ამბავს სოციალურ ქსელში თვითმხილველი ავრცელებს:

“ვზივარ და ვუცდი სანამ ვულკანიზაციაში საბურავებს დამიბერავენ. ამ დროს შავი ინფინიტი მოაყენა ქალმა, გადმოდის მოკლე კაბა, ღრმა დეკოლტე და ქუსლებზე, ნუ მოკლედ ძაან მაგარი ქალია და კითხულობს:


ჩატვირთვა...

თქვენთან საბურავის დაბერვა ხომ შეიძლება?

– კი რა თქმა უნდა რითი დაგიბეროთ?

– და რითი გაქვთ? კითხულობს ქალი
ამ დროს იუმორის გრძნობამ გაიღვიძა ბიჭში და ეუბნება: – არის მარწყვის არომატით, ატმის და ვაშლის.
ბიჭები ჩუმად იცინიან, მაგრამ ყველა თავის საქმეს აკეთებს ყურები კი ყველას აქეთ აქვს მომართული

ქალი: – და რა ღირს?

კაცი: – 40 ლარი ოთხივე, ნებისმიერი არომატით

ქალი: – კარგით მაშინ მარწყვით იყოს

მთელი ვულკანიზაცია სიცილით იგუდება ოღონდ თავისთვის ჩუმად არიან მაგრამ ვეღარ ძლებენ…
ამ დროს კაცმა დაუბერა “მარწყვის არომატი” საბურავები ქალმა ფული გადაუხადა და წავიდა.

აი მაშინ კი ატყდა ერთი ამბავი ყველას სიცილისგან ეტირებოდა.

გავიდა რამდენიმე დღე და ისევ თვითმხილველი ყვება.

2 დღის შემდეგ ისევ მოუწია იქ მისვლა ამჯერად კი ისევ მოაყენა <<მარწყვის არომატიანმა>> ინფინიტმა და იქიდან ზორბა ტანის კაცი გადმოვიდა.

კითხულობს: აქ 2 დღის წინ ჩემი ცოლი იყო და საბურავები ხომ არ დაგიბერავთ მისთვის?
აი მაშინ კი მიხვდნენ რომ ახლა კაი დღე არ დააგებოდათ
გამოვიდა ვულკანიზაციის დირექტორი და ჩუმად ჩაილაპარაკა: კი ჩემმა ბიჭებმა დაუბერეს…

ზორბა ტიპი: აჰაა ესეიგი თქვენ დაუბერეთ ხომ მარწყვის არომატით საბურავები?
ბიჭი პასუხობს ნუ ხო .. ჩვენ ვიყავით…

ზორბა ტიპი: აჰა ძმა შენ 50 ლარი!

ბიჭი: რააა?

ზორბა ტიპი: 2 დღეა არ მძინავს – მოვკვდი სიცილით ასეთი რაღაც რომ მითხრა ცოლმა, ვულკანიზაციაში მარწყვის არომატით დამიბერესო საბურავები, მარწყვის სურნელი დგას სულ ჩემს მანქანაში რა კარგი ყოფილაო 😀 😀

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები