“მამაჩემი ჩემი ძმა აღმოჩნდა… – რა გავაკეთო არვიცი, რამე მირჩიეთ, გთხოვთ” – 19 წლის თბილისელი ბიჭის გასაჭირი

19 წლის ნიკა ოჯახური გაურკვევლობის მსხვერპლია და თქვენი დახმარება ძალიან სჭირდება. მისი ცხოვრება ერთი შეხედვით ბრაზილიურ სერიალს მოგაგონებთ, მაგრამ სინამდვილეში ამ ტრაგედიას შეიძლება მისი მომავალი შეეწიროს.
ნიკა: ერთი კვირის წინ შოკისმომგვრელი ამბავი გავიგე და მთელი ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. აღმოჩნდა, რომ 19 წელი სიცრუეში გავატარე. ვიცოდი, რომ დედაჩემს და მამაჩემს ქორწინებიდან მეექვსე წელს გავუჩნდი. დედას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და დასაფეხმძიმებლად მკურნალობის კურსის ჩატარება დასჭირდა.

ბოლო სამი თვე ბაბუა ავადმყოფობდა და ლოგინადაც ჩავარდა. ერთ საღამოს მთელი ოჯახი შეგვკრიბა და გამოაცხადა ხვალინდელი დღე შეიძლება აღარც გამითენდეს, ამიტომ სიმართლე უნდა გითხრათო. როგორც იციან, ჩვენც დავაიმედეთ აუცილებლად გამოჯანმრთელდები-თქო. თავისნათქვამა კაცი იყო და ამჯერადაც გაჯიუტდა, თქვენ არაფერი იცითო.


ჩატვირთვა...

– ლამარა, შენ ნუ გამიჯავრდები და… – მიმართა ბებიაჩემს. ბებია ცრემლმორეული იჯდა და შიგადაშიგ ცხვირს იხოცავდა. – ჩემი მდივანი გახსოვს? ისეთი ლამაზი ქალი იყო. კალმით ნახატი! 7 წლით ვიყავი მასზე უფროსი. მოკლედ… დიდხანს მყავდა საყვარლად. ერთ დღეს გამომიცხადა ორსულად ვარო. გვიანი იყო მუცლის მოშლა. თუმცა საშუალება რომც ყოფილიყო აბორტს არ გავაკეთებინებდი. ბავშვმა რა დააშავა მე თუ ვიცუღლუტე?! (ჩაიცინა)

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები