“მძღოლი რომ მიხვდა ბავშვი შემოაკვდა ჯერ მთელი სიჩქარით ჯიხურს დაეჯახა, მერე ხალხს ემუდარებოდა თქვენ მაინც მომკალითო”

აპრილს ჭიათურაში, სატვირთო ავტომობილის დაჯახების შედეგად 12 წლის ანზორ (აზუკა) ხვედელიძე გარდაიცვალა. ავტომობილს 83 წლის მამაკაცი მართავდა, რომელიც მომხდარის გამო გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს. შსს ინფორმციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ავტოსატრანსპორტო საშულების მოძრაობის ან ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რის შედეგად ერთი ან რამდენიმე პირი გარდაიცვალა. ტრაგედიაზე “პალიტრასთან” ადგილობრივი საუბრობს:


ჩატვირთვა...

“მთელი ქალაქი გაოგნებული და დამუნჯებულია ამ უბედურებით. აზუკა სიცოცხლით სავსე, მოსიყვარულე ბავშვი იყო. სადაც დაიღუპა, იმ ქუჩაზეც მეგობართან იყო მისული, – აღდგომას მზიანი დღე იყო და მეგობარს კორპუსთან მიაკითხა, ეზოდან ასძახა – ჩამოდი, გელოდებიო! თვითონ კი იქვე ბორდიურზე ჩამოჯდა და ლოდინში ყურსასმენები გაიკეთა მუსიკის მოსასმენად. ალბათ, სწორედ ამიტომ ვერ გაიგონა და ვერც დაინახა თავისაკენ მომავალი სატვირთო მანქანა, ბავშვი დაჯახებისთანავე გარდაიცვალა.

ავტომანქანას ნამდვილად 83 წლის მამაკაცი მართავდა, რომელიც გარდაცვლილის ოჯახის მეზობელია. თუმცა მას საჭის დამორჩილების პრობლემა არ ჰქონია. მძღოლი ბავშვს მანქანით უკუსვლისას იმ მიზეზით დაეჯახა, რომ ბორდიურზე ჩამომჯდარი ბავშვი ვერ დაინახა. მერე როგორც გავიგეთ, როცა მძღოლი შინ ბრუნდებოდა, ამ დროს ვაჟიშვილმა დაურეკა, – უკან დატრიალდი, რაღაც საქმე გამოჩნდაო. მძღოლმა უკან მიტრიალებისას მანქანა უკუსვლით წაიყვანა და ბავშვს სწორედ ამ დროს დაეჯახა. მძღოლი როგორც კი მიხვდა, ბავშვი მოვკალიო, ჯერ ავტომაქანის სიჩქარეს დააჭირა ფეხი და ჯიხურს დაეჯახა, შეიძლება თავის მოკვლაც კი უნდოდა, მერე კი ავტომანქანიდან ჩამოვიდა და ხალხს ეძახდა, – მომკალითო!”

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები