“ნუ მაცინებთ… ვერ ვხვდები, რა ოკუპაციაზე მელაპარაკებით” – რუსი დეპუტატი (ვიდეო)

რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ალექსეი ჩეპა, რომელიც სერგეი გავრილოვთან ერთად თბილისში იმყოფება, არ აღიარებს რუსთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.  ამის შესახებ დუმის დეპუტატმა “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში განაცხადა.


ჩატვირთვა...

ჩეპას სურვილია საბჭოთა კავშირის დაბრუნება უნდა.

“საქართვეოში სხვადასხვა ადამიანები ცხოვრობენ. ჩემმა ნაცნობმა ქართველებმა ვახშამზე დამპატიჟეს. მოვფრინავდი აქ ქართული ავიახაზებით და თვითმფრინავის მგზავრების 85%-ს რუსები შეადგენდნენ. გამიხარდება, თუ არსად დაიღვრება სისხლი და ეს არ უნდა დავუშვათ. საქართველოს ოკუპაცია ვის მიერ? რუსეთის? ნუ მაცინებთ… რას გულისხმობთ ოკუპაციაში? ვერ ვხვდები, რა ოკუოპაციაზე მელაპარაკებით. რა არის კითხვა? სად არის ოკუპაცია? თქვენ თვითნ იყავით იქ? არ გიშვებენ? არ გსურთ? რუსეთი საქართველოს ხელს არ უშლის. მინდა, რომ ქვეყნები გაერთიანდნენ და დაბრუნდეს საბჭოთა კავშირი”, – განაცხად ალექსეი ჩეპამ.

შეგახსენებთ, რომ რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია გაიხსნა. სესიას მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის დეპუტატი “კომუნისტური პარტიიდან” სერგეი გავრილოვი უძღვება, რომელსაც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან საპროტესტო აქციით შეხვდნენ.

„ოკუპაცია? ნუ მაცინებთ“ – თბილისში მყოფი რუსი დეპუტატი

„მინდა, რომ ქვეყნები გაერთიანდნენ და დაბრუნდეს საბჭოთა კავშირი“ – რუსი დეპუტატი თბილისშიავტორი: ანეტი მიქელაძე

Gepostet von Prime Time am Donnerstag, 20. Juni 2019

 

წყარო:პრაიმტაიმი

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები