
ოქროს გლობუსი 2018 -ის გამარჯვებულები გამოავლინეს
ოქროს გლობუსის რიგით 75-ე დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელსაც “ოსკარების რეპეტიციას” უწოდებენ, უცხოური პრესის ასოციაციის მთავარი ჯილდოს – ოქროს გლობუსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ცერემონია თბილისის დროით 5:00 საათზე დაიწყო.
გამარჯვებულთა არასრული სია ასე გამოიყურება.
საუკეთესო მხატვრული ფილმი (დრამა) – Three Billboards Outside Ebbing, Missouri.
საუკეთესო მხატვრული ფილმი (კომედია; მიუზიკლი) – Lady Bird.
კაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში (დრამა) – გარი ოლდმანი, Darkest Hour
ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში ( დრამა) – ფრენსის მაკდორმანდი, Three Billboards Outside Ebbing, Missouri
კაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში (კომედია ან მიუზიკლი) – ჯეიმს ფრანკო, The Disaster Artist
ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში (კომედია ან მიუზიკლი) – სირშა რონანი, Lady Bird
კაცის მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მხატვრულ ფილმში – სემ როკველი, Three Billboards Outside Ebbing, Missouri
ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში – ელისონ ჯენი, I, Tonya
მხატვრული ფილმის საუკეთესო რეჟისორი – გილერმო დელ ტორო, The Shape of Water
საუკეთესო სატელევიზიო სერიალი ( დრამა) – The Handmaid’s Tale
საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში – ელიზაბეტ მოსი, The Handmaid’s Tale
საუკეთესო უცხოენოვანი მხატვრული ფილმი – In the Fade
საუკეთესო მინისერიალი ან სატელევიზიო მხატვრული ფილმი – Big Little Lies
საუკეთესო კომედიური სერიალი – The Marvelous Mrs. Maisel