“ორი დღეა ვითმენ იმ მარაზმს, რაც აქ ხდება, ძლიერი დარტყმა მივიღე სახეში” – რა შეემთხვა ანა სუბელიანს

სოციალური აქტივისტი ანა სუბელიანი, რომელიც ანაკლიის ფესტივალზე იმყოფება, “ფეისბუქზე” ამ წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ორი დღეა ვითმენ იმ მარაზმს, რაც ანაკლიაში ხდება. ვუწევ ანგარიშს ორგანიზატორებს, იმასაც ვფიქრობ, რომ საერთოდაც ნაჩუქარი ბილეთით ვარ და მადლობის მეტი რა მეთქმის მეთქი. მარა, არა მეგობრებო, არც ნაჩუქარი მინდა ასეთი ჩამწარებული დღეები, ნუ შემიქმნით ტყუილად ილუზიას, რომ უსაფრთხოდ და ბედნიერად შემიძლია თქვენთან ვიგრძნო თავი. არაორგანიზებულობას, მკვდარ სთეიჯებს და ბევრ რამეს დავაიგნორებდი, მაგრამ ორი ამბავი, რომელმაც თავი შეურაცხყოფილად მაგრძნობინა და უსაფრთხოების განცდა წამგლიჯა, სიჩუმის უფლებას აღარ მაძლევს.

…1. ღამე ზღვაში შევედი, ნაპირთან მოვიდა მაშველი, რომელმაც ყვირილი დამიწყო, რომ უნდა ავსულიყავი ზემოთ. მე ეგრევე ნაპირისკენ დავიძარი, ამასობაში მოგროვდა ექვსი მაშველი, რომლებიც ისე განლაგდნენ, რომ ასვლა უშუალოდ მათ გვერდით, არაადეკვატური დისტანციით ჩავლის გარეშე წარმოუდგენელი იყო. წელსზევით შიშველი ვიყავი, ხელებაფარებული ავედი და ვთხოვე ადგილის მოცემა, ესენი მიყურებდენ პირდაპირ ძუძუებზე ზიზღით. დავჯექი, გავეხვიე შარფში და ახლა ზემოდან წამომადგა ექვსივე, ლამის ალყაში მომაქციეს და ერთი მიყვიროდა, არ იცი, რო აქ ღამე ჩასვლა არ შეიძლებაო? ძლივს მოვიშორე, ფესტივალის პასუხისმგებლობაა ისიც, რომ ეს წესი ჩემთვის ცნობილი იყოს და ისიც, თუ როგორ მაგრძნობინებენ თავს ამ წესის გაცნობისას.


ჩატვირთვა...

2. ერთ-ერთ საკვებ ობიექტში სიმინდი შევუკვეთე. შეკვეთაც ძლივს გავაფორმე, საერთოდ ძლივს მოვახედე ჩემკენ ეს ბიჭი. სახეზე ეწერა, რო მაგრად არ ცხელოდა ჩემთვის 🙂 დავჯექი და ველოდე ერთი საათი! ბოლოს ვკითხე ძალიან მეგობრული ტონით, რამე პროგრესი იყო თუ არა, ამაზეც მხოლოდ მესამედ გამეორების შემდეგ მომეცა მისგან რეაქციის მიღების ბედნიერება. სრულიად გადაწელილი და აგდებული ინტონაციით მეუბნება, რომ აააი ახლა გაუშვა ვიღაც ყანაში სიმინდის მოსაწყვეტად. რაზეც მივუგე, რომ უნდა ესმოდეს, რომ ობიექტურად ტვინი მომეტყნა და ცოტა მეტი პატივისცემით მაინც მესაუბროს. ამას მოყვა ძველბიჭურ-ბაბულიკური გარჩევის კლასიკა, რომ მე შემთხვევით ეს ბიჭი ვიღაც პოვარი ხო არ მგონია და თავისი ძმაკაცების თვალწინ უზრდელურად როგორ ველაპარაკები (ძალიან სამარცხვინო, დემაგოგიური მეთოდი, როდესაც ფაქტების სკაბრეზით აღწერას ისე აინტერპრეტირებენ, თითქოს ამ ცაკალელებს პირადად მიაყენე შეურაცხყოფა და ღირსება შეულახე). მოკლედ, გამოვეცალე და დავჯექი მინდორში მეგობრებთან ერთად.

კააარგა ხნის შემდეგ მოვიდა, მომიგდო (პირდაპირი მნიშვნელობით) სიმინდი და ზედ დააყარა ფული, აჰა შენი ფულიც უკანო. მგონი გასაგებია, რომ ეს გამოიწვევდა ჩემს ემოციურ და არანაკლებ უხეშ პასუხს, რაზეც მისგან მივიღე ძლიერი დარტყმა სახეში 🙂 იეს, არ გეჩვენებათ 🙂 მე ფესტივალზე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გავხდი 🙂 მეც მივვარდი და ვიქნევდი ხელებს, მახსოვს. მაგრამ ყველაზე ამაზრზენი ისაა, რომ თანამშომლებთან და პოლიციასთან ამ ყველაფრის გარჩევისას მთელი მისი საძმაკაცო მე მადანაშაულებდა, იტყუებოდნენ, რომ ამ ბიჭს არაფერი დაუშავებია და მე მივვარდი (იმედი მაქვს კამერა დააფიქსირებდა ყველაფერს) და მეტიც, ჩემს მემორიალზე ცეკვასაც ასახელებდნენ ჩემი ლანძღვისას.

მონაწილეებს თუ არ ზღუდავთ, იმისთვის რომ წაგებაში არ წავიდეს ფესტივალი, სტაფი და მომსახურე პერსონალი მაინც რო შეარჩიოთ მეტი ყურადღებით, დაატრენინგოთ, მოამზადოთ, ეს მაინც ხო შეგიძლიათ? ეს მაინც ხომ არის თქვენი პირდაპირი პასუხიამგებლობა? ამას არ გვაძახებდით მთელი ეს თვეები, არიქა, ისეთი სტაფი იქნება, საამაყოო? სირცხვილი! დამამშვიდებელიც კი ვერ მომიტანეს, მე უნდა გადამევლო მთელი ფესტივალის ტერიტორია თურმე! არანაირი სენსიტიურობა სტაფისგან, დაზეპირებული “დამშვიდდის” მეტს რომ არაფერს გეუბნებიან და იქით გსაყვედურობენ კიდე მოყოლისას აკანკალებული და აცრემლებული “ცუდ სიტყვებს” რომ იყენებ.

ახლა მეც და ჩემი მეგობრებიც პოლიციის განყოფილებაში ვყურყუტებთ, თავი მისკდება, ისევ ვკანკალებ, ვიცი, რო საათები უნდა ვიყურყუტო, რადგან ერთი განცხადების და ოქმის შედგენას ჭირდება საუკუნე! კიდე იმაზე მეფიქრება, რო შეიძლება იქით მამართლებინონ თავი, რომ ახლა ამ პოსტის გამო ფესტივალის ადმინისტრაციაც თავდაცვის პოზიციაში ჩადგეს და ამ ყველაფრით კიდევ მეტი მორალური ზიანი მომადგეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასე არ მოხდება.

update: ფესტივალის ადმინისტრაციამ დახურა ამ ტიპის ჯიხური და შეუწყვიტა საქმიანი ურთიერთობა. ამბობენ, რომ პოსტში აღწერილ სხვა რამეებსაც არ დატოვებენ ყურადღების გარეშე.

მე ჯერ კიდევ პოლიციაში ვარ. ქუთაისში უნდა წამიყვანონ ექსპერტიზაზე.

update (10:44): ამ წამს დავიძარით. მივყავარ ზუგდიდში დაკითხვის ოქმის ჩასაბარებლად და შემდეგ ექსპერტიზაზე ქუთაისში. ასევე მომიწევს ამოცნობის პროცედურის გავლაც, როცა უკან დამაბრუნებენ (რატო უნდა მიწევდეს, ვერ ვხვდები, ტიპი პირდაპირ ვაჩვენე სტაფსაც და პოლიციასაც და რატომღაც აი ასე, ლაღად გაუშვეს),” – წერს ანა.

წყარო

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები