
ოცნებები სრულდება! ბექა ფიფიამ ლიონელ მესისგან საჩუქრები მიიღო
მსოფლიოში ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი ლეიკემიით დაავადებული ქართველი ბიჭუნას დასახმარებლად საქველმოქმედო კომპანიას შეუერთდა
თბილისი, 27 ივნისი — რვა წლის თბილისელი ბიჭუნა ბექა ფიფიას, რომლის სიცოცხლის გადასარჩენად ისრაელის კლინიკაში იბრძვიან, თავისმა კუმირმა, ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ ლიონელ მესიმ საჩუქრები აჩუქა.
ფონდმა FUNDACIÓ FC BARCELONA-მ თბილისელ მესამეკლასელს მესის ავტოგრაფით ფორმა და კატალონიური კლუბის აქსესუარები გადასცა, რაზეც ყველა ფანი ოცნებობს. ბექა დიდხანს არ იჯერებდა, რომ ეს არ არის ხუმრობა, რომ ოცნებები მართლა სრულდება.
⚽️⚽️⚽️ FC Barcelona #ბექასთვის! ცოტა ხნის წინ, ბექას შესახებ ინფორმაცია მის საყვარელ კლუბამდე, კონკრეტულად კი "…
Gepostet von ბექასთვის/4Beka am Dienstag, 26. Juni 2018
ბევრმა იცის ბექა ფიფიას ისტორია, ბიჭის, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა. ბექა აპრილის შუა რიცხვებიდან ლეიკემიას ებრძვის და ამჟამად ისრაელში იმყოფება. მშობლებმა შეიტყვეს თუ არა დაავადების შესახებ, მაშინვე დაიწყეს კლინიკის ძებნა, რომელიც ბავშვის მიღებას შეძლებდა. მათი არჩევანი შეჩერდა ისრაელის „შიბას“ სამედიცინო ცენტრზე. მკურნალობისათვის საჭირო იყო ოჯახისთვის უზარმაზარი თანხა — 350 ათასი დოლარი. მაშინ მშობლებმა დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართეს და Facebook-ში გვერდი „ბექასთვის\4Beka“ შექმნეს. განაგრძე კითხვა