პანიკა თბილისის აეროპორტში, რამდენიმე ადამიანი მხუთავი აირით მოიწამლა, ადგილზე ექსპერტები ამ წუთებშიც მუშაობენ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ადამიანი მხუთავი აირით მოიწამლა.

წყაროს ცნობით, პირმა, აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ოთახში მხუთავი აირით სავსე სპეციალური აღჭურვილობა შეაგდო, რის შემდეგაც პანიკა ატყდა…


ჩატვირთვა...

ექსპერტები აეროპორტის ტერიტორიაზე ამ წუთებშიც მუშაობენ.


მომხდარი ფაქტი  აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაადასტურეს.

პრესსამსახურში განაცხადეს რომ აეროპორტი შეფერხების გარეშე მუშაობს. „რაც შეეხება დეტალებს, ამის შესახებ შსს-ს დაუკავშირდით“ – გვითხრეს აეროპორტში

 აეროპორტის შენობაში მდებარე ერთ-ერთ ოფისში მხუთავი აირით სავსე სპეც-აღჭურვილობა შეაგდეს, რის გამოც რამდენიმე ადამიანი ინტოქსიკაციის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

აეროპორტის პრესსამსახურის წარმომადგენელი: აეროპორტი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში. რაც შეეხება ინტოქსიკაციის ფაქტს, დიახ, გიდასტურებთ. უბრალოდ, დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ შსს-ს მიმართეთ.

– ვიცით რომ გამოძიება უკვე დაწყებულია. დაზარალებულების მდგომარეობის შესახებ თუ გაქვთ ინფორმაცია?

– მე არ ვარ სამედიცინო ექსპერტი. ამიტომ, ვერაფერს გეტყვით…

მომხდარი ფაქტის თაობაზე დილიდან უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, თუმცა, დაპირების მიუხედავად, სუსმა ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

დავრეკეთ შს სამინისტროშიც, სადაც დეტალების გარკვევას დაგვპირდნენ, მაგრამ არც პოლიციას გაუვრცელებია განცხადება მომხდარის შესახებ. ეს მაშინ, როდესაც შემთხვევა ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ მოხდა.

ჩვენთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულია კადრები, სადაც კარგად ჩანს 40 წლამდე ჭაღარა მამაკაცი, რომელიც ქიმიურ იარაღს აგდებს ოთახში. ის ასევე სალაროსაც ესხმის თავს, ამის შემდეგ კი ინტოქსიკაციით რამდენიმე ადამიანი გადაჰყავთ სტაციონარში.

წყარო

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები