ფულის ენერგეტიკა – როგორ უნდა მოეპყრათ ფულს? სიღარიბისა და სიმდიდრის ენერგეტიკა

სიღარიბე და სიმდიდრე ასხივებს თავისებურ, ერთმანეთისგან განსხვავებულ, ენერგეტიკას. იმისათვის, რომ ფულის ენერგია მოვიზიდოთ, უნდა ვიცოდეთ რა განსხვავებაა მათ შორის. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ თუ ღარიბი ადამიანი ისე დაიჭერს თავს, თითქოს მდიდარი იყოს, მისი ენერგოველის ვიბრაცია სიმდიდრეს მოიზიდავს. მაგრამ როგორ მოიქცეთ, თუ არასოდეს არ ყოფილხართ მდიდარი? რაზე უნდა იფიქროთ? როგორ მოეპყრათ ფულს? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად გავარჩიოთ სიმდიდრის და სიღარიბის ენერგია.
მაშ ასე:

სიღარიბის ენერგია
1. ჭუჭყი და არეულობა
მიაქციეთ ყურადღება, რომ სადაც სიღატაკეა, იქაურობა ყოველთვის ჭუჭყიანი და ბინძურია. სახლი სულ არეული, ფანჯრები სისტემატურად გასაწმენდი. გინახავთ სადმე მდიდრული სახლი, რომელშიც სიბინძურეა? პირიქით, იქ სისუფთავისგან ყოველთვის ყველაფერი ბზინავს. ყველაფერი დალაგებულია. ფულს უყვარს წესრიგი და სისუფთავე და თუ სახლში წესრიგი არ გაქვთ, არც ფული არ გექნებათ.
2. ძველმანების გროვა
უამრავი უსარგებლო ნივთი თუ ძველმანი ბლოკავს ფულის მიმოქცევის ენერგიას. თუ ძველის ადგილს არ გაანთავისუფლებთ, ახალი სად მოვა? არის შემთხვევა, როცა სახლის ნახევარი გამოტენილია ისეთი ნივთებით და ტანსაცმლით, რომელიც 20 წელია არავის გამოუყენებია და სავარაუდოდ ერთი 30 წელიც არავის დასჭირდება. საიდან ასეთი პარადოქსი? უბრალოდ, ეს ხალხი ამას ძველმანად არ თვლის და ფიქრობს: „ ვაითუ ოდესმე დამჭირდეს?“ ტანში ზარავთ რამის გადაგდებაზე რომ მიდგება საქმე. ესაა ღატაკი ადამიანის პროგრამირების მოვლენა. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ 25 წლის მერე მას მართლა დასჭირდება ის წინა საუკუნეში გადანახული ფეხსაცმელი.
3. უაზრო ეკონომია
ესაა „შავი დღისთვის“ გადადებული თითოეული გროში და 9-ჯერ გაკერილი კოლგოტი, იმიტომ რომ „შარვლის ქვეშ მაინც არ ჩანს“, ესაა ქვედა საცვლები, რომელიც ისე გაცვდა, რომ ჩასაცმელადაც აღარ ვარგა. ამ დროს თქვენ არ ყიდულობთ ახალს, იმიტომ, რომ „ რამეში რომ დამჭირდეს ?“, „ ავად რომ გავხდე? ან ვინმე ოჯახის წევრი გახდეს ავად?“ აბა რა! თვითპროგრამირების ეს სახე მაგნიტივით იკრობს სიღატაკეს და უსამოვნებების ნაკადს.
4. აკრძალული ოცნებები
როცა მაღაზიის ვიტრინაში ხედავთ ლამაზ კაბას, იმის მაგივრად რომ ეს კაბა თქვენს ტანზე წარმოიდგინოთ, ფიქრობთ „ მე ხომ ამ კაბას ვერასოდეს ვიყიდი.“
ასევე – „ რა დროს ზღვაზე წასვლაა, ბავშვს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი აქვს საყიდელი.“ ასეთ დროს საკუთარ მომავალს სიღარიბეზე აპროგრამებთ! თუ თქვენ ახლა უფულოდ ხართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 6 თვის ან 1 წლის მერე ზღვაზე წასასვლელი ან ლამაზი მანქანის საყიდელი ფული არ გექნებათ. სამყარო უსასრულოდ სავსე თასია და ნებისმიერ დროს შეიძლება თქვენი სანუკვარი ოცნება ახდეს. მაგრამ თქვენ ხომ ასე არ ფიქრობთ?
თქვენ ხომ ძალიან კარგად იცით, რომ ფული არ გაქვთ და არც გექნებათ!


ჩატვირთვა...

ახლა შემდეგი – სიმდიდრის ენერგეტიკა
1. სისუფთავე სახლში
სუფთა შემოსასვლელი, სუფთა სადარბაზო, გაწმენდილი ფანჯრები. ფანჯრები მეტაფიზიკურად მომავლის კარიბჭეა. გაკრიალებული სააბაზანო, ფენ-შუის მიხედვით ფული გაედინება ამ ადგილიდან, ამიტომ სააბაზანო ყოველთვის გაალამაზეთ და გამუდმებით სისუფთავეში იქონიეთ.
2. იქონიეთ მხოლოდ სასარგებლო და აუცილებელი ნივთები
ასეთებია: ნივთები, რომლებთაც თუნდაც წელიწადში ერთხელ სარგებლობთ. თუ სახლში გაქვთ წიგნები, რომელთაც იშვიათად ან საერთოდ არ კითხულობთ, მოუარეთ, სისტემატურად გაწმინდეთ მტვრისგან, რომ ამ ადგილებში ენერგია არ დაიბლოკოს.
3. სწორი აზრები
თქვენ შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ ლამაზი კაბა ან ახალი მანქანა იყიდოთ. ვიზუალურად წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი უკვე გაქვთ, აი უკვე ეგ კაბა გაცვიათ და ახალი მანქანით ზღვაზე მიდიხართ! წარმოდგინეთ და ეს ყველაფერი რეალობის სახით შემოვა თქვენს ცხოვრებაში. მთავარია, გჯეროდეთ და სამყაროს მისცეთ უფლება ფანტაზია რეალობად გიქციოთ.
4. ქველმოქმედება
სიმდიდრის ენერგია ჩნდება იქ, სადაც მიღება-გაცემის თანაბარი ბალანსია. თუ თქვენ ფულს მხოლოდ ინახავთ ან მხოლოდ საკუთარ თავზე ხარჯავთ, ბალანსი არ იქნება. გსმენიათ სამყაროს 10%-იან წილზე? დაეხმარეთ მიუსაფრებს და უსახსროებს, დაეხმარეთ თქვენს ახოლბლებს თუ უცხოებს, მათ ვისაც ნამდვილად სჭირდებათ . გახსოვდეთ, რომ სიმდიდრე ადამიანების მსახურია !

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები