“ქართველი კაცი, კაცი უნდა იყოს და არა – რას ამბობენ ცოლები ქმრების შესახებ? “

ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.

“ქალბატონებო, როგორ განებივრებენ მეუღლეები? ( საწოლში მოაქვთ თქვენთვის ყავა, დადიან თქვენთან ერთად სასეირნოდ, გეპატიჟებიან რომანტიკულ ვახშამზე, გჩუქნიან საჩუქრებს და ა.შ.)”


ჩატვირთვა...

აი, რამდენიმე პასუხი:
“ჩემი მეუღლეა ზუსტად ასეთი, უზომოდ რომანტიკოსია და სულ მანებივრებს, ხშირად დავდივართ: კინოში, პიცერიაში, სასეირნოდ, დასასვენებლად, ხშირად მანებივრებს ყვავილებით და საჩუქრებით. შეყვარებულები რომ ვიყავით, ყველა
შეხვედრაზე დიდი თაიგული და საჩუქრები მოჰქონდა“.
“რატომ გიკვირთ, ქართველი ვერ იქნება რომანტიკოსი? ჩემი მეუღლეც ძალიან მოსიყვარულე და რომანტიკოსია. უბრალოდ, დრო არ აქვს სადმე ვიაროთ, თუ კი ვახერხებთ, ყველგან მივყავარ“.
“მართალია, ყველა თავისებურად გამოხატავს. საჩუქარზე მეტად მისი თბილი და სიყვარულით სავსე გამოხედვა მახარებს და მაბედნიერებს”.
“4 სული რომ მის კისერზე ვართ, საჩუქარი არ არის? 3 შვილი რომ მყავს, ჩემთვის ისიც საჩუქარია… რომ გვაცვია, არ გვშია და არ გვცივა, ეგეც საჩუქარია… სიყვარულით სავსე თვალებით რომ შემომხედავს… აღარც ყვავილია საჭირო… ყოველთვის რომ ცდილობს, გული არაფერზე მატკინოს, ეგეც საჩუქარია და 3 შვილს რომ იტოვებს და მეგობრებთან ერთად გასართობად მიშვებს, ეგეც საჩუქარია…” განაგრძე კითხვა

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები