ქმარი დამცინის და სექსის სანაცვლოდ ფულს მთხოვს — მოვეფერე და…

ხუთი წელია დაოჯახებული ვარ. მე და ბესოს ერთმანეთი უნივერსიტეტში შეგვიყვარდა. იმდენად ღარიბი იყო, რომ სიარული ვერ შეძლო და ბოლოს საერთოდ თავი დაანება. მერე იტალიაში წავიდა სამუშაოდ, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და უკან დაბრუნდა.

ცოლად რომ გავყევი, ერთი წელიწადი ჩემი ხელფასით ვცხოვრობდით. ხშირად მშივრებიც ვყოფილვართ, მაგრამ ამით არავინ შეგვიწუხებია. პირველი შვილი ცხრა თვის მყავდა, როცა ბესომ სამსახური იშოვა. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან გაუმართლა.


ჩატვირთვა...

ჩემი მული მილიონერზე გათხოვდა და სიძემ… ცოლისძმას ერთ-ერთი ქარხანა ჩააბარა. ძალიან მალე აუღო ალღო ყველაფერს. სამ თვეში საკუთარი მანქანა შეიძინა და მალე მძღოლიც აიყვანა. მე ბაღში მასწავლებლად ვმუშაობდი და ჩემი კარიერა ასე წარმატებით ვერ განვითარდა.
უბედნიერესი ვიყავი ბესოს წარმატებით. თავიდან უამრავ ფულს მაძლევდა, მაგრამ ერთ დღეს გამომიცხადა, ასე თუ ვანიავე ფული, არაფერი შემრჩებაო. მალე ურთიერთობაშიც გაცივდა და ერთ ღამეს, ლოგინში რომ დავწექით, მოვეფერე და ხელი გამაშვებინა, მე უფულოდ არავის არ ვემსახურებიო.

ვიცი, რომ მწარედ დამცინა, რამდენი უნდა გადავუხადო, რომ ჩემთან დაწოლა მოუნდეს, მაგრამ ამ მდგომარეობაში ყველაზე მტკივნეული იმ წარსულის გახსენებაა, როცა ნახევრად მშივრები ბედნიერად ვცხოვრობდით ერთ ჭერქვეშ.

წყარო

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები