“ქორწილში მიდიოდნენ, რა დროსაც ტრაგედია მოხდა” – ქედაში ავარიის დროს გარდაცვლილთა ვინაობა ცნობილია (ვიდეო)

ქედაში მომხდარი საზარელი ავარიის დროს სოფელ მახვილაურში მცხოვრებლები გია დოლიძე, ვაჟა და დათო დევაძეები (მამა-შვილი), თემური ფარტენაძე და ლაშა ჩოგაძე გარდაიცვალნენ. შემთხვევა, რომელსაც 5 ადამიანი ემსხვერპლა, დღეს დილით მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ხუთივე გარდაცვლილის ცხედარი თითქმის ორსაათიანი მუშაობის შემდეგ ამოიყვანეს. ცხედრები ბათუმში, პროზექტურაში გადაასვენეს.

წყარო


ჩატვირთვა...
ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები