„ქუჩას გადარჩენილი“18 წლის ბიჭის ისტორია

18 წლის ლუკა, რომელიც ამჟამად აბიტურიენტია, “აჭარის ტელევიზიასთან” მძიმე ბავშვობის შესახებ საუბრობს. ის წლების წინ ქუჩის ნაცვლად საოჯახო ტიპის სახლში მიიყვანეს.

მაშინ ლუკა 10 წლის იყო. ჰყვება, რომ საზოგადოების ნდობა დაკარგული ჰქონდა. ერიდება ქუჩაში გატარებული წლების გახსენებას, თუმცა დეტალურად ახსოვს ახალ გარემოსთან ადაპტაციის პერიოდი, რომელიც მარტივი არ იყო.


ჩატვირთვა...

‘’საოჯახო ტიპის სახლში, სოციალური სააგენტოს დახმარებით მივედი. რეალურად სხვას ველოდი და სხვა გარემო დამხვდა, მკაცრი რეჟიმის მეშინოდა, ბავშვთა სახლი რომ ქვია მაინც სხვანაირი შთაბეჭდილება გექმნება. სახლში 7 ბავშვი დამხვდა, რომლებიც აღმზრდელებს დედას და მამას ეძახდნენ. თავიდან ძალიან გამიკვირდა, მერე მეც მივხვდი ასე რატომ იქცეოდნენ… დასაწყისში თავდაცვაზე ვიყავი გადასული, მერე გავაცნობიერე, რომ თავდაცვა არ მჭირდებოდა და დამცველები იქვე მყავდნენ, მეც ნელ-ნელა შევიცვალე. მანამდე პრობლემას საკუთარი თავის გარდა ყველაში ვხედავდი’’ – ამბობს ლუკა.

მისი თქმით, მე-9 კლასიდან სკოლის მიტოვებას გეგმავდა. დღეს 5 პედაგოგთან ერთდროულად მეცადინეობს, პედაგოგებთან რომლებმაც ლუკას მომზადება უსასყიდლოთ გადაწყვიტეს.

ლუკამ 18 წლის ასაკში საოჯახო ტიპის სახლი დატოვა და მინდობით აღზრდაშია.

დღეის მონაცემებით, ბათუმში ერთი მცირე საოჯახო ტიპის სახლია, სადაც 6 არასრულწლოვანი ცხოვრობს.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები