რა ეხმარება მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ბებიას 50 წლის ასაკში იდეალურად გამოიყურებოდეს

რეალურად მას 30-35 წელზე მეტს არ მისცემ, სინამდვილეში კი – 50 წლისაა. მას 30 წლის ქალიშვილი და ორი შვილიშვილი გოგონა ჰყავს. გარდა ამისა, საკუთარი ბიზნესი და 500 ათასი ხელმომწერი ჰყავს ინსტაგრამზე, რომელთაც იდეალური ფორმისა და სილამაზის შენარჩუნების საკუთარ ხერხებს უზიარებს. საუბარია ჟაკლინ ბერიდო პისანოზე, რომელსაც ინგლისურმა გამომცემლობამ The Sun ყველაზე ლამაზი ბებია მსოფლიოში უწოდა.


ჩატვირთვა...

ვინ არის ჟაკლინი

ჟაკლინი დაიბადა სერბეთში, ღარიბ ოჯახში. ყმაწვილობის ასაკში ის საცხოვრებლად იტალიაშ იგადავიდა, რათა უმაღლესი განათლება მიეღო. სტუდენტური წლები ძალიან რთული იყო – გოგონა ხანდახან შიმშილობდა, მუშაობდა მიმტანად და პარალელურად სწავლობდა ორ ფაკულტეტზე. ახლა ჟაკლინი იტალიაში ცხოვრობს, აქვს სატენდერო კომპანია, თავისუფლად საუბრობს 5 ენაზე.

ბლოგის გაკეთება ვაჟიშვილის, სტეფანის რჩევით გადაწყვიტა. ბიჭი განათლების მისაღებად საცხოვრებლად ბელგრადში გადავიდა, რასაც ქალი ძალიან განიცდიდა. იმისათვის, რომ დედის ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა, შვილმა ინსტაგრამზე რეგისტრაცია სთხოვა. 2016 წელს 23 წლის ასაკში ჟაკლინის ვაჟი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ქალმა გადაწყვიტა ინსტაგრამზე აქტიურობა შვილის საპატივსაცემოდ გაეგრძელებინა.

სპორტისა და სწორი კვების შესახებ

თავის ბლოგში ჟაკლინი ჰყვება იდეალური ფორმისა და უბერებელი სილამაზის საკუთარ საიდუმლოებებზე:

თქვენ ვერ შეიძენთ შესანიშნავ ფორმას, თუ თუნდაც ზომიერად გამოიყენებთ ალკოჰოლს, არაჯანსაღ საკვებს და ზომიერად ივარჯიშებთ კვირაში ორჯერ. უკიდურესი შედეგები მოითხოვენ უკიდურეს ძალებს.

მე 10 წლიდან ვარ დაკავებული სპორტით. ეს ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ისეთივე ნაწილია, როგორც კბილების გახეხვა. აქციეთ ფიტნესი ცხოოვრების პრიორიტეტად.

საკუთარ რაციონზე ჟაკლინი წერს:

ვიღებ ბევრ ცილას.

ვიყენებ ორგანულ დიეტას, რომელიც ძირითადად შედგება ბოსტნეულისა და ხორცისგან, თევზისგან და ზღვის პროდუქტებისგან.

არ ვჭამ პურსა და რაფინირებულ შაქარს.

ვიყენებ ბევრ ხილსა და წყალს. ახლადდაწურულ წვენებს. და აუცილებლად ერთ ავოკადოს დღეში.

თავის მოვლის შესახებ

· მოერიდეთ ან შეზღუდეთ მზის ზემოქმედება. ყოველთვის, სახლიდან გასვლის წინ ვიყენებ მზის დამცავ კრემს მაღალი SPF-ით (SPF 50).

· თუ ეწევით – შეჩერდით. მწეველის კანი უფრო მალე ბერდება.

· სანამ წახვალთ დასაძინებლად, ყოველთვის საგულდაგულოდ მოიშორეთ მაკიაჟი.

· ძილის წინ ვიყენებ რიგრიგობით 2 საშუალებას. ერთ საღამოს ვისვამ სახის აღმდგენ კრემს Shiseido Bio-Performance, მეორე საღამოს – ცივი გამოწურვის ქოქოსის ზეთს (Virgin coconut oil) ან არგანის ზეთს.

· დამატენიანებელი კრემი ყოველდღიურად დაიტანეთ არა მხოლოდ სახესა და კისერზე, არამედ მთელ ტანზე. ის ეხმარება სიმკვრივის შესანარჩუნებლად.

· გამოიყენეთ ხარისხიანი კოსმეტიკა. ხარისხი ყოველთვის არ ნიშნავს სიძვირეს. ტანისთვის ვიყენებ უბრალო Nivea-ს კრემს. ქოქოსისა და არგანის ზეთს – იმ შემთხვევაში, როცა მაქვს დრო, რათა კანმა შეიწოვოს.

· ჟაკლინი არ მალავს, რომ იყენებს ბოტოქსს. „სრულიად გონივრულია, რომ თქვენი წარბები დარჩეს იქ, სადაც იყო, და არ ფარავდნენ თქვენს ქუთუთოებს. ის, ვინც ამტკიცებს, რომ ადამიანები ბოტოქსის შემდეგ უცნაურად გამოიყურებიან, გულისხმობენ ცუდ ბოტოქსს“, – ამბობს ქალი.

ოჯახის მნიშვნელოვნობისა და დაბერების პრივილეგიების შესახებ

ჟაკლინი ხაზს უსვამს, რომ მისთვის ყველაზე მთავარი – ოჯახია. შეკითხვაზე კი, როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა, პასუხობს: „იზრუნეთ შინაგან, სულიერ სილამაზეზე. ეს აისახება თქვენს სახეზე. მე მჯერა, რომ ეს ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან.

ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ სიხარული ზრდასრულობისგან, იმიტომ რომ დაბერება – ეს პრივილეგიაა. ჩემ შვილს სტეფან მილიანოვიჩს, რომელიც 23 წლის ასაკში დაიღუპა, არ გააჩნდა ეს პრივილეგია“, – ამბობს ჟაკლინი.

 

trend.ge

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები