რა პერსპექტივა გაქვთ სიყვარულში?

იცოდით, რომ ყურის ბიბილოს ფორმასა და ამ ყურის პატრონის ტემპერამენტს შორის გარკვეული კავშირი არსებობს? შესაბამისად, ბიბილოს ფორმა სასიყვარულო ურთიერთობებში ადამიანის ქცევას განსაზღვრავს. ამ მარტივი ტესტის მეშვეობით შეგიძლიათ, სიყვარულში თქვენი პერსპექტივები შეაფასოთ…

A. ყურის ბიბილოები დიდი და სქელია


ჩატვირთვა...

ეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში თქვენს პოპულარობაზე მიუთითებს. სავარაუდოდ, ბევრი საყვარელი ან თაყვანისმცემელი უნდა გყავდეთ. თუკი რაღაც მომენტში სასიყვარულო ურთიერთობა წყდება, თქვენ იქვე ძალიან ადვილად პოულობთ ახალ შანსს. ბოლოს მაინც მიაგნებთ ჰარმონიულ პარტნიორს და ბედნიერ ცხოვრებას მოიპოვებთ.

B. ყურის ბიბილო ვიწროა და ოდნავ წაგრძელებული
სიყვარულს აგდებულად ეპყრობით. ეს იმის ბრალია, რომ ყველაფერს, რასაც ისურვებთ, ადვილად აღწევთ. თქვენ მოგწონთ თავისუფლება და მარტო ყოფნა, მაშინაც კი, როცა ურთიერთობაში იმყოფებით. ცდილობთ, ძალიან არ მიეჩვიოთ პარტნიორს, ამიტომ ყოველთვის გარკვეულ დისტანციაზე ყოფნას ამჯობინებთ.

C. მცირე ზომის ბიბილოები
ბავშვივით უეშმაკო ყოფილხართ. მეტისმეტად ერთგული ხართ თქვენი პარტნიორის, რომელიც დიდი ალბათობით თქვენს სატანჯველად არის გაჩენილი. ერთი რამ უნდა გახსოვდეთ: ფრთხილად იყავით, რათა ადამიანებმა თქვენი უეშმაკობა ბოროტად არ გამოიყენონ.

D. გაორებული ყურის ბიბილო
თქვენ ყველაფერში ბრწყინვალე ხართ, გარდა სიყვარულისა. დიდი ალბათობით, სასიყვარულო ურთიერთობებში არასტაბილური ხართ. ფრთხილად! ძალიან ბევრი გულის გატეხას მოერიდეთ.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები