რამდენად ხშირად უნდა დაკავდეთ სექსით თქვენი ასაკის გათვალისწინებით?

ექსპერტების აზრით, კარგი ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობის შენარჩუნებაში ინტიმი გვეხმარება.


ჩატვირთვა...

საქმე ისაა, რომ ინტიმი ძლიერი ანტიდეპრესანტია, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესის დონეს, ამავდროულად დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე. მხოლოდ ეს არ არის ინტიმის დადებითი თვისება – სექსის დახმარებით სიბერესთან ბრძოლაც შესაძლებელია.

ამ თეორიის დასამტკიცებლად, შოტლანდიელმა ექიმმა კვლევა ჩაატარა. შედეგების თანახმად, ადამიანები, რომლებიც 50%-ით მეტჯერ კავდებიან სექსით, 7-13 წლით ახალგაზრდულად გამოიყურებიან, ვიდრე ისინი, ვისაც რეგულარული სექსი არ აქვს.

ყველამ კარგად ვიცით, რომ სტრესი უამრავი დაავადების მიზეზია, ხოლო ის, რომ სექსი ამცირებს სტრესს, ნიშნავს იმას, რომ ზოგადად, ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის უებარი წამალია. დამტკიცებულია, რომ ადამიანები, რომლებსაც რეგულარული სექსი აქვთ, უფრო დიდხანს ცოცხლობენ.

ალბათ, დაგაინტერესებთ, თქვენს ცხოვრებაში ბევრი სექსია თუ ძალიან ცოტა?

გთავაზობთ ცხრილს, რომელიც დაგეხმარებათ, განსაზღვროთ, საშუალოდ რამდენჯერ უნდა დაკავდეთ სექსით წელიწადში ასაკის მიხედვით:

– 18-29 წელი – საშუალოდ, 112-ჯერ წელიწადში;

– 30-39 წელი – საშუალოდ, 86-ჯერ წელიწადში;

– 40-49 წელი – საშუალოდ, 69-ჯერ წელიწადში;

– 50-60 წელი – საშუალოდ, 24-ჯერ წელიწადში;

– 60 წლიდან ზევით – საშუალოდ, 12-ჯერ წელიწადში.

ეს მხოლოდ სტატისტიკა და ციფრებია. შეგიძლიათ, მაჩვენებლები გააუმჯობესოთ, არავინ გიშლით ხელს.

 

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები