რას აცხადებენ იაშვილის სავადმყოფოს ექიმები იმ ორი მოზარდის მდგომარეობაზე რომლებიც ქიმიური ნივთიერება ,,კროტით“ მოიწამლნენ

5 და 9 წლის მოზარდების მდგომარეობა, რომლებიც მილების გასაწმენდი ქიმიური ნივთიერება ,,კროტით“ მოწამვლის შედეგად იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში ფოთიდან რეანომობილით გადმოიყვანეს მძიმეა.

როგორც იაშვილის კლინიკაში განაცხადეს, ბავშვები ისევ ტოქსიკოლოგიურ დეპარტამენტში იმყოფებიან და მათ მკურნალობა უტარდებათ. პატარებს პირის ღრუს ლორწოვანი გარსი აქვთ დამწვარი.


იაშვილის საავადმყოფოში იმასაც აცხადებენ, რომ 5 წლის გოგონას მდგომარეობა უფრო მძიმეა, ვიდრე 9 წლის ბავშვის.

9 მაისს გვიან ღამით შეიყვანეს, 9 წლის ბიჭი კი 10 მაისს, დღისით.

როგორც ცნობილია, ბავშვებმა ტკბილეულის ნაცვლად მილების გასაწმენდი ქიმიური ნივთიერება ,,კროტი“ შეჭამეს. 5 წლის გოგონა 9 მაისს გვიან ღამით შეიყვანეს იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში, ხოლო 9 წლის ბიჭი 10 მაისს.

წყარო

მსგავსი სტატიები