
რას მოგვიტანს ხარის წელი და ვისი მფარველი იქნება თეთრი მეტალის ხარი
დინამიკური წელი გველოდება, მოულოდნელობა მოიმატებს, მაგრამ დისციპლინირებულობისა და პრაქტიკულობის გავლენით ხარის წელში ფინანსურ სფეროში თავს მეტად სტაბილურად იგრძნობთ. მოერიდეთ ავანტიურას, დაგეგმეთ ყველაფერი გულდასმით. განსაკუთრებით, თუ მცირე ბიზნესის წარმომადგენელი ხართ. შეიძლება ცოტა მეტი დრო დაგჭირდეთ, მაგრამ სასურველს აუცილებლად მიაღწევთ. მოერიდეთ ზედმეტ ამბიციურობას.
იყავით მიზანმიმართული, ნუ შეუშინდებით სირთულეებს. მოთმინებით აღიჭურვეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ და თავდაჯერებულად მიუახლოვდებით სასურველს. ზოგიერთმა შეიძლება საკუთარ თავში ახალ-ახალი ნიჭი აღმოაჩინოს.
2021 წელს ნუ ელოდებით, რომ ფული ციდან ჩამოგეყრებათ, ნურც ილუზიების განხორციელება მოგინდებათ. იყავით პრაქტიკული, ყველა სფეროში. გამოიყენეთ ის ცოდნა, რაც წლების განმავლობაში გაქვთ დაგროვილი. “აუჩქარებლად და ზედმეტი ნერვების მოშლის გარეშე” – აი, ეს ფრაზა გაიხადეთ წლის დევიზი და ასევე იმოქმედეთ. იყავით საკუთარი თავისა და ტრადიციების ერთგული, რათა არ შეილახოთ ის ავტორიტეტი, რაც უკვე გაქვთ საზოგადოებაში.
ჩინურ ასტროლოგიაში ხარი სამართლიანობის ინტუიციის, შრომისა და ნაყოფიერების სიმბოლოა. მისთვის სულიერება და გონება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ილუზიები და ღრუბლებში ფრენა. სტრატეგიულად უნდა იმოქმედოთ; სწრაფად უნდა შეძლოთ სიახლეებში ადაპტირება. რთული სიტუაციები მოსალოდნელია, მაგრამ შინაგან და გარეგან კრიზისებს ნუ ელით.