რატომ არის საშიში ხელოვნური ნაძვის ხე

სახლებში საახალწლო დღესასწაულისთვის ძირითადად, ხელოვნური ნაძვის ხეები ირთვება. მეცნიერების აზრით კი ხელოვნური ნაძვი არც ისე უსაფრთხო არჩევანია. მას სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია. ხელოვნური ნაძვის ხე პრაქტიკულია, იგი რამდენიმე წელს გაძლებს, ცოცხალი კი სადღესასწაულო დღეების გასვლის შემდეგ უნდა გადააგდოთ. სამაგიეროდ ხელოვნურ ნაძვის ხეს თავისის მინუსები აქვს და მათ შესახებ ახლავე მოგახსენებთ.  ხელოვნური ნაძვის ყიდვა იაფად შეიძლება, მაგრამ რაც უფრო დაბალი ფასი აქვს, მით უვარგისი მასალისგანაა დამზადებული და საშიშროებას წარმოადგენს პირველ რიგში ბავშვებისთვის. ხელოვნური ნაძვების უმეტესობა ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს, უსიამოვნო სუნს გამოჰყოფს, რაც შეიძლება მომწამვლელი იყოს პატარებისთვის.
იცით, რომ ხელოვნურ ნაძვის ხესაც აქვს ვადა და არაუმეტეს 5-6 წელი? დროის გასვლის შემდეგ ის უნდა გადააგდოთ. გარდა ქიმიური ნივთიერებებისა, რომელსაც თავად ნივთი შეიცავს, იგი მტვრის გროვაცაა, მისი დეზინფექცირება წარმოუდგენელია (შეიძლება ზოგიერთი გამდინარე წყალში რეცხავს). ჰოდა, წარმოიდგინეთ, ადამიანში მას სხვადასხვა სახეობის ალერგიის წარმოქმნა შეუძლია. საზღვარგარეთ კლინიკებში ასეთი სინდრომიც არსებობს `საახალწლო ნაძვის ხის სინდრომი~. მისი გავრცელება უკავშირდება ხელოვნურ ნაძვის ხეს, მის მტვერსა და ობს, რაც მასზე წლობით გროვდება.
ცოტა ხნის წინ კანადელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხელოვნური ნაძვის ხე პოლივინილქლორიდის აირს გამოჰყოფს. იგი გამაღიზიანებლად მოქმედებს ადამიანის ლორწოვან გარსზე. უფრო საშიშია ფტალატი, რომელიც ჰორმონულ დისბალანსს იწვევს. გარდა ამისა, ხელოვნური ნაძვი ერთ-ერთ ყველაზე ხანძარსაშიშ ნივთად ითვლება. მას წამებში შეუძლია აალდეს და ცეცხლის უზარმაზარი ტალღა გამოიწვიოს. მასზე ხომ უამრავი ნათურაა და დენის წყაროც ახლოსაა. ასე რომ, შიში მთლად უსაფუძვლო არ არის.


მსგავსი სტატიები