რატომ ეწოდა “შურისძიების კაბა” პრინცესა დიანას ამ სამოსს – საიდუმლო, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ გაირკვა

1994 წელი. ლონდონის თანამედროვე გალარეა The Serpentine-ში ჟურნალ Vanity Fair-ის მიერ ორგანიზებული წვეულება გაიმართა. საპატიო სტუმრებს შორის იყო პრინცესა დიანა. მაშინ იგი ჯერ ისევ უფლისწულ ჩარლზის კანონიერი მეუღლე იყო.

და აი, პრინცესაც გამოჩნდა დიზაინერ კრისტინა სტამბოლიანის ძალიან ეფექტურ კაბაში.


ჩატვირთვა...

სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირები პრინცესას გამოჩენამ ძალიან გააკვირვა. ყველამ იცოდა, რომ დიანა ღონისძიებაზე Valentino-ს კაბით უნდა მისულიყო, რომელიც სულ სხვაგვარად გამოიყურებოდა. დიდი ხნის მანძილზე ჟურნალისტები ამაოდ ცდილობდნენ გაერკვიათ, რატომ დაიწუნა Valentino-ს კაბა პრინცესამ.

სამოსის შეცვლის მიზეზი მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გახდა ცნობილი. აღმოჩნდა, რომ დიანამ კაბის შეცვლა ბოლო წუთს გადაწყვიტა – სწორედ მაშინ, როცა მეუღლე გამოუტყდა, რომ კამილა პარკერ-ბოულზთან უღალატა. კრისტინა სტამბოლიანის საკმაოდ ღია, შავი კაბა მანამდე სამი წლის მანძილზე ხელუხლებლად ეკიდა პრინცესას გარდერობში და დიანა ვერ ბედავდა მის ჩაცმას.

პრინცესას სტილისტმა ანა ჰარვიმ აღიარა, რომ იმ საღამოს დიანამ გადაწყვიტა, რაც შეიძლება ლამაზი ყოფილიყო. და ეს მართლაც მოახერხა.

წყარო

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები