რატომ ხართ კოღოების თავდასხმის ობიექტი? – 5 მთავარი მიზეზი

ოგიერთი ადამიანი კოღოების განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტია და ამას თავისი მიზეზები აქვს. შესაძლოა, სწორედ თქვენ ხართ ის, ვინც კოღოებს იზიდავს, მაშინ როცა თქვენ გვერდით მყოფს არც კი იმჩნევენ.


ჩატვირთვა...

ვნახოთ 5 მიზეზი, რის გამო კოღოები ხშირად გკბენენ.

1. მძიმედ სუნთქვა – ჭარბწონიანი ადამიანები და ორსულები ამოისუნთქავენ უფრო მეტ კარბონის დიოქსიდს, რაც კოღოებს იზიდავს.

2. ვარჯიში – კოღოებს უყვართ რძის მჟავა, რომელსაც ოფლი შეიცავს. ვარჯიშის დროს კი ოფლი გამოყოფა. დიდი ალბათობით ასეთ დროს კოღოების თავდასხმის ობიექტი ხდებით.

3. ლუდი – კვლევამ აჩვენა, რომ ლუდის მირთმევის დროს კოღოებს იზიდავთ და მათი თავდასხმის ობიექტი ხდებით.

4. სისხლი – ადამიანები, რომლებსაც I ჯგუფის სისხლი აქვთ უფრო მეტ კოღოებს იზიდავენ.

5. ორსულობა – მალარიის გადამტან კოღოებს ორსულები იზიდავენ, ამიტომაც მათ განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები