როგორ ეწყობით ერთმანეთს? 10 კითხვა, რომელიც ბედნიერ ქორწინებას განაპირობებს

ბარონესა ფიონა შეკტონი 40 წლის განმავლობაში მუშაობს გაყრის პროცესებზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ის წარმოადგენდა პოლ მაკარტნის ინტერესებს, მის მეორე ცოლთან, ჰეზერ მილზსთან გაყრის დროს. იგი სერიოზულად არის დაინტერესებული ოჯახური წყვილების ურთიერთობის სიმტკიცის საკითხებით.
შეკტონმა ექსეტერის უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად შეისწავლა 43 ოჯახისა და 10-10 ჰეტერო და ჰომოსექსუალურ წყვეილებს შორის ურთიერთობები, რომლებმაც ერთად 10 წელზე მეტი გაატარეს. ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ დიდხანს ის ურთიერთობები გრძელდება, რომელიც დამყარებულია მეგობრობაზე, პატივისცემაზე, საერთო ინეტრესებსა და რეალისტურ მოლოდინებზე.

იურისტის აზრით, თუ პარტნიორები ურთიერთობის საწყის სტადიაზე ერთმანეთს მთელ რიგ მნიშვნელოვან კითხვას დაუსვამენ, შემდეგ მათი თანაცხოივრება უფრო იოლი და მშვიდი იქნება. მან ათი ასეთი მნიშვნელოვანი კითხვა გამოყო.


ჩატვირთვა...

10 კითხვა, რომელიც ბედნიერ ქორწინებას განაპირობებს:

1. ვეწყობით თუ არა ერთმანეთს?

კვლევამ აჩვენა, რომ ბედნიერ წყვილთა უმრავლესობამ ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და ინტიმური ურთიერთობები შენდეგ დრომ მოიტანა. ასე რომ მნიშვნელოვანია, ეწყობიან თუ არა პარტნიორები ერთმანეთს, როგორც წყვილები.

2. რამდენად მყარია ჩვენი მეგობრობა?

ექსპერტები აცხადებენ, რომ მეგობრული ურთიერთობები დაეხმარება წყვილს გადალახოს ისეთი მძიმე პერიოდები, როგორიცაა ახლობელი ადამიანების დაკარგვა, ღალატი და აშ. გაყრის საფუძველი ნეგობრობის არქონაა, აცხადებენ ისინი.

3. გვინდა თუ არა ერთი და იგივე რამ?

მყარ წყვილებს, როგორც წესი ერთნაირი ცხოვრებისეული პრინციპები, იმედები და ოცნებები აქვთ.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები