როგორ გადააქვთ კონტრაბანდისტებს მილიონობით კოლოფი სიგარეტი

როცა ფასში სხვაობა 3-ჯერ და უფრო დიდია, მაშინ ნებისმიერ ეშმაკობაზე შეიძლება წასვლა, რათა საზღვარზე ფარულად რაც შეიძლება მეტი სიგარეტი გადაიტანო.


ჩატვირთვა...

ეს ფოტოები ლიტვის საბაჟოს თანამშრომლებმა გაასაჯაროვეს. ფოტოებზე ბელორუსი კონტრაბანდისტების ნახელავს ხედავთ.
ბელარუსიდან ლიტვაში სიგარეტების კონტრაბანდა ძალიან მომგებიან საქმედ მიიჩნევა. ყოველდღიურად ასობით ადამიანი ერთი მიზნით კვეთს საზღვარს – იშოვოს ფული სიგარეტის გაყიდვით…

კონსერვი, წვენი და ბავშვის საკვები

კონტრაბანდისტებმა ლიტვის საზღვარზე სიგარეტის გადატანა კონსერვებით, წვენებითა და ბავშვთა საკვებით სცადეს.

ჟილეტი სიგარეტებისთვის

ეს ჟილეტი და 60 კოლოფი სიგარეტი ბელარუსის მოქალაქეს აღმოუჩინეს. ამგვარად „ჩაცმული“ ადამიანი ლიტვაში შესვლას ცდილობდა.

მებაჟე და შოკოლადი

ამჯერად ბელარუსის საბაჟოს ყოფილი თანამშრომელი ლიტვაში „სტუმრად“ მიემგზავრებოდა და საჩუქრად შოკოლადის კანფეტები მიჰქონდა. არადა ავტომობილში მოთავსებულ 200 ყუთ შოკოლადში სულ სიგარეტი აღმოჩნდა.

ფანჯრები სარკული მინებით

სარკულმინებიანი ფანჯრები ლიტვიდან შვედეთში უნდა მოხვედრილიყო. ასეც მოხდებოდა, რომ არა ერთი უცნაური რამ: ფანჯრის მინები ორივე მხრიდან სარკული იყო. მებაჟე ამ ფაქტმა დააეჭვა: თუკი ფანჯარას ორივე მხრიდან სარკული მინა აქვს, მაშინ როგორღა უნდა გაიხედო? მათ მინაპაკეტი გახსნეს და შუშებს შორის 6,5 ათასი კოლოფი სიგარეტი აღმოაჩინეს.

წყარო

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები